ახალი ამბები

ცესკოს წინასწარი შედეგები

27 აპრილი, 2013 •
ცესკოს წინასწარი შედეგები

ცესკოს მონაცემებით, ნაძალადევის #9 ოლქში 39.48%-ით კოალიცია “ქართული ოცნების” კანდიდატი თამარ კორძაია ლიდერობს.  მეორე ადგილზეა ხმების 17.26%-ით კახა კუკავა, მესამე პოზიციას იკავებს პაპუნა დავითაია– 15.11%, მას მოსდევს ხმების 12.95 %–ით იოსებ მანჯავიძე, ხმების 11.46% მიიღო ზვიად ჩიტაშვილმა, ხმების 3.14% მიიღო გიორგი გუგავამ.


ცესკოს ამ დროისთვის დათვლილი აქვს ნაძალადევის ოლქში არსებული 99-დან 99–ვე უბანი (100%).


ნაძალადევი
ნაძალადევი

 

ბაღდათის საარჩევნო ოლქში დათვლილია უბნების 100% და წინასწარი მონაცემებით “ქართული ოცნების” კანდიდატი პაატა კიკნაველიძე ხმების 61.92%-ით ლიდერობს. მეორე ადგილზეა “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი ვლადიმერ წიქორიძე ხმების 21.15%-ით, მესამეზე – ზურაბ მსხვილიძე (9.62%) და მეოთხეზე – რომან რობაქიძე (6.65%).

 

ბაღდათი
ბაღდათი

 

სამტრედიის საარჩევნო ოლქში დათვლილია უბნების 100% და იქ ხმების 80.94%-ით ლიდერობს “ქართული ოცნების” კანდიდატი გიორგი კახიანი. ხმების 18.68% მიიღო “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა ემზარ შუბლაძემ.


სამტრედია
სამტრედია



მასალების გადაბეჭდვის წესი