ახალი ამბები

კორძაია: დემოკრატიული არჩევნები ბოლო წლების განმავლობაში პირველად ჩატარდა

27 აპრილი, 2013 •
კორძაია: დემოკრატიული არჩევნები ბოლო წლების განმავლობაში პირველად ჩატარდა

“დემოკრატიული არჩევნები ბოლო წლების განმავლობაში პირველად ჩატარდა და მოხარული ვარ, რომ ამ პროცესში მივიღე მონაწილეობა. მე მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ დროის განმავლობაში თანაშმრომლობდა ჩემთან და ასევე მათ, ვინც არ თანამშრომლობდა და მონაწილეობა მიიღო საარჩევნო პროცესში”, – უთხრა “ნეტგაზეთს” თამარ კორძაიამ.

 

მისი თქმით, თუ ის გახდება დეპუტატი, იქნება ნაძალადევის რაიონის ხმა პარლამენტში და იზრუნებს ამ რაიონის მოსახლეობის პრობლემების მოგვარებაზე. კორძაია ამბობს, რომ ნაძალადევის რაიონში არის სოციალური, დასაქმების და გზის პრობლემები და რიგი საკითხების გადაჭრა მას თბილისის თვითმმართველობასთან თანამშრომლობის შედეგად მოუხდება.

 

თამარ კორძაია დღეს მის საარჩევნო შტაბში ბრიფინგს გამართავს, მას შემდეგ, რაც საოლქო საარჩევნო კომისიიდან ისინი არჩევნების შედეგების შესახებ ინფორმაციას მიიღებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი