ახალი ამბები

თეა წულუკიანის თქმით, თამარ კორძაიას წარმატებული საარჩევნო კამპანია ჰქონდა

27 აპრილი, 2013 • 999
თეა წულუკიანის თქმით, თამარ კორძაიას წარმატებული საარჩევნო კამპანია ჰქონდა

“სწორად დაგეგმილი და წარმატებული იყო ეს კამპანია, იმედი მაქვს, რომ შედეგი იქნება დადებითი, რადგან ყველანაირი წინაპირობა ამისა არსებობს”.

 

თეა წულუკიანის განცხადებით, ის მთელი ცხოვრების მანძილზე ნაძალადევის რაიონის ერთგული დარჩება. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში სწორედ თეა წულუკიანმა გაიმარჯვა ნაძალადევის საარჩევნო ოლქში, თუმცა იმის გამო, რომ ის მინისტრად გადაიყვანეს, აღნიშნულ ოლქში შუალედური არჩევნები დაინიშნა.

 

თამარ კორძაიას საარჩევნო შტაბში ამ დროისთვის იმყოფებიან: პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე, სასჯელაღსრულების მინისტრი სოზარ სუბარი და “ქართული ოცნების” სხვა ლიდერები.

მასალების გადაბეჭდვის წესი