ახალი ამბებიტექნოლოგიები

5 ახალი გაჯეტი სამზარეულოსთვის

15 აგვისტო, 2017 • 7833
5 ახალი გაჯეტი სამზარეულოსთვის

ადამიანებს, რომლებიც დიდ დროს ატარებენ სამზარეულოში, განსაკუთრებით ახარებთ ახალი გამოგონებები, რომლებიც ამარტივებს საქმეს.

სხვადასხვა კომპანიები ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესების მიზნით ყოველწლიურად აანონსებენ ტექნოლოგიურ სიახლეებს, გაჯეტებს, სამზარეულო თუ საყოფაცხოვრებო მოწყობილობებს.

გთავაზობთ სამზარეულოს ხუთ გაჯეტს, რომლის ყიდვაც ახლავე შეგიძლიათ სხვადასხვა ვებგვერდზე.

Drop – საკვების სკალა

ფოტო: PopSugar.com

ფოტო: PopSugar.com

Drop სამზარეულოს ჭკვიანი გაჯეტია, რომელიც Wi-Fi-ს მეშვეობით უკავშირდება სპეციალურ აპლიკაციას თქვენს სმარტფონებში ან პლანშეტებში და გეხმარებათ საკვების უკეთესად მომზადებაში.

Drop-ი დიზაინით ჩამოჰგავს სამზარეულოს პატარა სასწორს და მისი ფუნქციები თითქმის ამოუწურავია. Drop-ი აპლიკაციის დახმარებით ნაბიჯ-ნაბიჯ გიხსნით, რამდენი გრამი ინგრედიენტი გამოიყენეთ უკვე, ან რამდენი გრამი დაგჭირდებათ. დროპი გთავაზობთ სხვადასხვა რეცეპტებს იმის გათვალისწინებით, თუ რა მოგეპოვებათ სამზარეულოში.

დროპი მუშაობს ექსტრემალურ პირობებშიც და ძალიან სწრაფად გთავაზობთ ალტერნატივებს.

მოწყობილობის საშუალებით შესაძლებელია დამზადებული კერძის ფოტოს გაზიარება სოციალურ ქსელში, მისი შეძენა კი 79.95 დოლარად არის შესაძლებელია პროდუქტის ოფიციალურ ვებგვერდზე.

Hiku – უკეთესი შენაძენებისთვის

ფოტო: theverge.com

ყველა ადამიანის ცხოვრებაში ყოფილა მომენტი, როცა სუპერმარკეტში ან სავაჭრო ცენტრში პროდუქტების ყიდვის დროს რაღაცის ყიდვა დავიწყებია, გაუხსნია მაცივარია და აღმოუჩენია, რომ საჭირო პროდუქტი არ არის.

Hiku-ს ბოლო მოდელის მაცივრის მაგნიტი თავიდან აგაცილებთ არასასურველ შედეგებს, სამზარეულოს გაჯეტი სპეციალური აპლიკაციით საშუალებას იძლევა შეავსოს თქვენი საყიდლების სია თქვენს მაგივრად, თქვენ უბრალოდ კარნახობთ მას, რისი ყიდვა გსურთ, გაჯეტი კი ერთგულად იწერს.

გაჯეტი მოცულობით ძალიან პატარაა და მისი დამაგრება შეიძლება როგორც მაცივარში, ასევე, მაცივრის გარეთ. გაჯეტს შეგიძლიათ ესაუბროთ და ამ ყველაფერთან ერთდ გაჯეტი გიგეგმავთ და გახსენებთ, როდის უნდა წახვიდეთ პროდუქტების საყიდლად.

გაჯეტის შეძენა ოფიციალურ ვებგვერდზე 59 დოლარად არის შესაძლებელი.

 

Crock-Pot

ფოტო: walmart.com

ფოტო: walmart.com

ჩვენს დროში ადამიანები გვიანობამდე ბევრს მუშაობენ, არ იციან სახლში რომელ საათზე დაბრუნდებიან, ცხოვრების რიტმი კი აჩქარებულია და ხშირად არც კი რჩება დრო საჭმლის მოსამზადებლად. ასეთ სიტუაციაში crock-pot-ი იძლევა საუკეთესო შანსს, მოვნიშნოთ სასურველი დრო და საჭმელი მომზადებული დაგხვდება სახლში.

ახალი გაჯეტი ჩვენგან მოითხოვს მხოლოდ ინგრედიენტების მომარაგებას, მოწყობილობაში მოთავსებას და სასურველი დროის მონიშვნას. თუ ვბრუნდებით საღამოს რვა საათზე სახლში, მივუთითებთ დროს სპეციალური მობილური აპლიკაციის საშუალებით და როგორც კი სახლში შემოვდგამთ ფეხს, საკვები მზად იქნება.

ახალი ჭკვიანი გაჯეტის შეძენა ოფიციალურ ვებგვერდზეა შესაძლებელი 124 ამერიკულ დოლარად.

CinniBird – გემრიელი კაპუჩინო

ფოტო: Youtube.com

ფოტო: Youtube.com

ბევრი ადამიანი იწყებს დილას ყავით, სწორედ ამიტომ ახალი გაჯეტი სამზარეულოსთვის დაგეხმარებათ თქვენი დილა ან დღის ნებისმიერი მონაკვეთი იყოს უფრო მეტად პოზიტიური.

CinniBird სურნელოვანი მოწყობილობა დაგეხმარებათ თქვენი კაპუჩინო გაალამაზოთ წარწერებით ან მარტივი ნახატებით.

მოწყობილობის გამოყენება შეუძლია ნებისმიერ ადამიანს და მისი საშუალებით როგორც სხვადასხვა სახეობის ყავის, ასევე სხვადასხვა კერძის გალამაზებაც შეიძლება.

სპეციალური გაჯეტის შეძენა ოფიციალურ საიტზე არის შესაძლებელი და მომხმარებელს საშუალება ეძლევათ სხვადასხვა ფერიდან სასურველი აირჩიოს. გაჯეტის ფასი 39 $-ია.

Pancakebot – ბლინების პრინტერი

ფოტო: Amazon.com

ფოტო: Amazon.com

საუზმის ერთ-ერთი შემადგენელი კარგად მომზადებული ბლინებია, რომელიც ერთნაირად უყვარს დიდს თუ პატარას. ბლინების მომზადება მარტივი და სწრაფია.

დღეს  შეგიძლიათ ჩართოთ თქვენი ფანტაზია და მოამზადოთ ბლინები სხვადასხვა გამოსახულებით. ახალი სამზარეულოს მოწყობილობა, ბლინების პრინტერი, რამდენიმე წლის წინ დამზადდა. ის მარტივი პრინციპით მოქმედებს, მისი მუშაობის მექანიზმი დაახლოებით ისეთია, როგორიც 3D პრინტერის. ჯერ ირჩევთ სასურველ ფორმას და გამოსახულებას, მერე აპარატი ინგრედიენტების საშუალებით ცხელ დაფაზე გამოსახავს სასურველ ფორმას და ბლინი მზადდება.

მოწყობილობის შეძენა უკვე შესაძლებელია ამაზონის ვებგვერდზე და მისი ფასი 299 დოლარია.

რუბრიკის მხარდამჭერია სამშენებლო კომპანია „ანაგი“.

http://anagi.ge/

რუბრიკაში გამოქვეყნებული მასალების თემა და შინაარსი არ თანხმდება მხარდამჭერ ორგანიზაციასთან. 

მასალების გადაბეჭდვის წესი