ახალი ამბები

იმერლიშვილი ცესკოზე: პატივისცემა საკუთარი საქციელით მოიპოვება

27 აპრილი, 2013 • • 1084
იმერლიშვილი ცესკოზე: პატივისცემა საკუთარი საქციელით მოიპოვება

“ცესკომ რაც გააკეთა წინ არჩევნებში, ეს არის იგივე ცესკო,  რაც გააკეთა, ჩვენ ძალიან კარგად ვნახეთ,  როგორ ჩატარდა არჩევნები, რამხელა ზეწოლის ქვეშ. ცესკოს რეაგირება ამ დარღვევებზე პრაქტიკულად იყო მინიმალური. მათი ნდობის რეიტინგი NDI-ის ბოლო გამოკვლევებით ძალიან დაბალია. ამიტომ გავაკეთე ის განცხადება. ოღონდ ზეწოლა რაში გამოიხატება, მე ვერ გავიგე. სიტყვა ზეწოლა მე სხვანაირად მესმის და არა განცხადების გაკეთებით, რომ ჩვენ მოვახერხეთ ამ ცესკოს პირობებშიც კი ჩაგვეტარებინა ისეთი არჩევნები, როდესაც დარღვევებზე ჩვენი ოპონენტები პრაქტიკულად ვერ გვესაუბრებიან. მე ვარ პოლიტიკოსი და ეს არის ჩემი პოზიცია.  რაც შეეხება პატივისცემის გამოჩენას, პატივისცემა მოიპოვება საკუთარი საქციელით”– განაცხადა იმერლიშვილმა. 

 

“კატეგორიულად მოვითხოვთ საარჩევნო სუბიექტების წარმომდგენლების მხრიდან პატივისცემა გამოიჩინონ საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ”, – ეს განცხადება დღეს, 27 აპრილს გამართულ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ცესკოს სპიკერმა ეკა აზარაშვილმა გააკეთა.

 

ცესკოს სპიკერი ამბობს, რომ მას მხედველობაში კოალიცია “ქართული ოცნების” წარმომადგენელი, საპროცედურო საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირინა იმერლიშვილი ჰყავს:

 

“მხედველობაში მაქვს ქ-ნი იმერლიშვილის დღევანდელი განცხადება იმის შესახებ, რომ ”…ახალმა ხელისუფლებამ ამ საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებშიც კი მოახერხა, ისეთი არჩევნები ჩაეტარებინა ხელისუფლებაში მოსვლიდან 6 თვის თავზე, რომ ჩვენს ოპონენტებს ნაციონალური მოძრაობიდან არ შეუძლიათ ისაუბრონ არც ერთ საარჩევნო დარღვევაზე…”. ასეთ უსაფუძვლო განცხადებებს განვიხილავთ, როგორც ზეწოლას და ქ-ნ იმერლიშვილს განვუმარტავთ, რომ საქართველოში არჩევნებს ატარებს არა ხელისუფლება, არამედ საარჩევნო ადმინისტრაცია, რომლის საქმიანობაც სათანადოდ არის შეფასებული ავტორიტეტული საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ”. – განაცხადა აზარაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი