ახალი ამბები

24–ე უბანზე ჟურნალისტებთან დაკავშირებით მომხდარ ინციდენტს ცესკო გადაამოწმებს

27 აპრილი, 2013 • • 1034
24–ე უბანზე ჟურნალისტებთან დაკავშირებით მომხდარ ინციდენტს ცესკო გადაამოწმებს

როგორც “ნეტგაზეთს” ცესკოს სპიკერმა ეკა აზარაშვილმა უთხრა, იგი ამ ფაქტით აუცილებლად დაინტერესდება.


“გადავამოწმებთ აუცილებლად, ჯერჯერობით ეს ინფორმაცია არ მაქვს, თუმცა აუცილებლად გადავამოწმებთ და ცოტა მოგვაინებით გაგცემთ პასუხს”, – აღნიშნა მან.


საიას ცნობით, რეზონანსის კორესპონდენტებს – სალომე სიგუას, თამთა კაკაურიძისა და იაგო ნაცვლიშვილის მიმართ ადგილი ჰქონდა სიტყვიერ შერაცხყოფას და ფიზიკური შეურაცხყოფის მცდელობას ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიის ცენტრის“ დამკვირვებლის მიხეილ მიქაშავიძის, „კავკასიის კვლევითი ცენტრის“ დამკვირვებლების ვალერიან ზირაქაშვილისა და ვინმე გიორგის მიერ, რომლებმაც თავი „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებად წარადგინეს.  

 

როგორც აღნიშნული ორგანიზაციის განცხადებიდან ირკვევა, საიას დამკვირვებელი იმყოფებოდა აღნიშნულ უბანზე, რომლის მიერ შედგენილ იქნა საჩივარი ნაძალადევის საოლქო საარჩევნო კომისიის სახელზე მოთხოვნით, რომ კომისიამ შეადგინოს ადმინისტარაციულ სამართალდარღვევათა ოქმი მედიის წარმომადგელნლებისათვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის თაობაზე, რაც ითვალისწინებს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სახით ჯარიმას 500 ლარის ოდენობით.

 

“კონფლიქტის უშუალო მიზეზი გახდა ჟურნალისტების მიერ საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიის ფოტოგადაღება და გარეთ მყოფი ჯგუფურად შეკრებილი პირების დაფიქსირება.  აღსანიშნავია, რომ ჯგუფურად შეკრებილი ადამიანები აღრიცხავდნენ საარჩევნო უბნებზე გამოცხადებულ პირებს”, – ნათქვამია საიას განცხადებაში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი