ახალი ამბები

ცესკო დეპუტატ იმერლიშვილს საარჩევნო ადმინისტრაციისადმი პატივისცემისკენ მოუწოდებს

27 აპრილი, 2013 •
ცესკო დეპუტატ იმერლიშვილს საარჩევნო ადმინისტრაციისადმი პატივისცემისკენ მოუწოდებს

ცესკოს სპიკერი ამბობს, რომ მას მხედველობაში კოალიცია “ქართული ოცნების” წარმომადგენელი, საპროცედურო საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირინა იმერლიშვილი ჰყავს:

 

“მხედველობაში მაქვს ქ-ნი იმერლიშვილის დღევანდელი განცხადება იმის შესახებ, რომ ”…ახალმა ხელისუფლებამ ამ საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებშიც კი მოახერხა ისეთი არჩევნები ჩაეტარებინა ხელისუფლებაში მოსვლიდან 6 თვის თავზე, რომ ჩვენს ოპონენტებს ნაციონალური მოძრაობიდან არ შეუძლიათ ისაუბრონ არც ერთ საარჩევნო დარღვევაზე…”. ასეთ უსაფუძვლო განცხადებებს განვიხილავთ, როგორც ზეწოლას და ქ-ნ იმერლიშვილს განვუმარტავთ, რომ საქართველოში არჩევნებს ატარებს არა ხელისუფლება, არამედ საარჩევნო ადმინისტრაცია, რომლის საქმიანობაც სათანადოდ არის შეფასებული ავტორიტეტული საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ”, – განაცხადა აზარაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი