ახალი ამბები

სამტრედიაში #34-ე უბანზე მოქალაქემ ხმა პირადობის მოწმობის წარდგენის გარეშე მისცა

27 აპრილი, 2013 • • 1004
სამტრედიაში #34-ე უბანზე მოქალაქემ ხმა პირადობის მოწმობის წარდგენის გარეშე მისცა

გიორგი ჭიქაბერიძის თქმით, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელმა ამ კომისიის თავმჯდომარეს უკვე გადასცა საჩივარი:

 

”#34-ე საუბნო საარჩევნო უბანზე ჩვენი დამკვირვებლის მიერ წარდგენილი იქნა საჩივარი, რომ კომისიის წევრმა, კომისიის რეგისტრატორმა ამომრჩეველზე საარჩევნო ბიულეტენი გასცა პირადობის მოწმობის გარეშე, ასევე, მას სხვა ამომრჩევლის გრაფაში მოაწერინა ხელი. საია ამ რეგისტრატორისთვის დისციპლინარული პასუხისმგებლობას დაკისრებას მოითხოვს.”

 

დღეს, 27 აპრილს, საქართველოს სამ საარჩევნო ოლქში – ნაძალადევში (თბილისი), ბაღდათსა და სამტრედიაში შუალედური საპარლემენტო არჩევნები იმართება. აღნიშნული ოლქების ამომრჩევლებმა დღევანდელი არჩევნების შედეგად მაჟორიტარი დეპუტატები უნდა აირჩიონ. ყველაზე მეტი – 10 მაჟორიტარობის კანდიდატი ნაძალადევის ოლქშია რეგისტრირებული, ბაღდათში – 8 და სამტრედიაში – 5.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი