ახალი ამბები

CDD: უბნების შესასვლელებთან პარტიების კოორდინატორთა და მხარდამჭერთა მობილიზაცია დაფიქსირდა

27 აპრილი, 2013 •
CDD: უბნების შესასვლელებთან პარტიების კოორდინატორთა და მხარდამჭერთა მობილიზაცია დაფიქსირდა

როგორც “ნეტგაზეთს” აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ქეთი ჩაჩავამ აცნობა, 15:00 საათის მონაცემებით,  შემდეგი ტიპის პროცედურული დარღვევებია დაფიქსირებული: მარკირების სითხის შემოწმებასთან დაკავშრებული პრობლემები, წილისყრის პროცედურის არასწორი თანმიმდევრობით ჩატარება, საარჩევნო უბნის ადრე გახსნა, ჩანაწერთა წიგნში ინფორაციის შეცდომით შეტანა, საარჩევნო უბნებზე ბიულეტენების ნაკლებობით მიწოდება და სხვა.

 

“მიმდინარე შუალედურ არჩევნებზე ფიქსირდება ბაღდათის N 52 და სამტრედიის N 54 ოლქებში, საარჩევნო უბნების ტერიტორიაზე, უბნის შესასლელ კარებთან პოლიტიკური პარტიების კოორდინატორთა და მხარდამჭერთა მობილიზაცია. კოორდინატორები აფიქსირებენ უბანზე მისული ამომრჩევლების მონაცემებს. აღნიშნული ქმედება არ წარმოადგენს კანონდარღვევის ფაქტს, თუმცა შესაძლებელია აღქმული ქმედება შეფასებული იქნას, როგორც ამომრჩეველზე ზეწოლის მცდელობა. ასევე, აღნიშნულ ოლქებში რამოდენიმე საარჩევნო უბნისაკენ მიმავალ გზაზე, საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულია კოალიცია „ქართული ოცნების“ სააგიტაციო მასალა (დროშები, პლაკატეიბი)”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

 

ჩაჩავას ცნობით, განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი (CDD) 27 აპრილის შუალედურ არჩევნებს ბაღდათის, სამტრედიისა და ნაძალადევის საარჩევნო ოლქში აკვირდება ორკაციანი სადამკვირვებლო მისიით. მისი თქმით, განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი (CDD) დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებული, წარმომადგენლობითი ორგანიზაციაა საქართველოში, რომელიც დაარსდა 2008 წლის 26 თებერვალს.

მასალების გადაბეჭდვის წესი