ახალი ამბები

“ქართული ოცნების” კოორდინატორი სამტრედიის #13 უბნის ეზოში

27 აპრილი, 2013 • • 1210
“ქართული ოცნების” კოორდინატორი სამტრედიის #13 უბნის ეზოში

”ნეტგაზეთი” ერთ-ერთ ასეთ ქალბატონს გაესაუბრა. მას სპეციალური ბლანკებისთვის გაზეთი ჰქონდა აფარებული. დარეჯან გვენეტაძემ თავიდან უარყო, რომ რაიმე სია ჰქონდა, თუმცა მოგვიანებით აღნიშნული ფაქტი დაადასტურა. მისი თქმით,  კოალიცია ”ქართული ოცნების” წარმომადგენელია და აღრიცხვას იმისთვის აწარმოებს, რომ ვინც არჩევნებზე არ გამოცხადდება, ავტომობილით მოიყვანონ:
 

”ქართული ოცნების” კოორდინატორი სამტრედიაში #13 საარჩევნო უბანზე არჩევნებზე მოსულ პირებს აღრიცხავს
”ქართული ოცნების” კოორდინატორი სამტრედიაში #13 საარჩევნო უბანზე არჩევნებზე მოსულ პირებს აღრიცხავს

”ჩემი უბანია. თუ არ გამოვლენ, მინდა, რომ მერე მოვიყვანო მანქანით, ”ქართული ოცნების კოორდინატორი ვარ.”

 

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დამკვირვებელს, გიორგი ჭიქაბერიძეს მიაჩნია, რომ თუ საარჩევნო უბნების ტერიტორიაზე მსგავსი ფაქტები ფიქსირდება, ეს შეიძლება ამომრჩევლის თავისუფალ ნებაზე ირიბ კონტროლად  ჩაითვალოს:

 

”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას მიაჩნია, რომ თუ საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე ფიქსირდება პოლიტიკური პარტიების კოორდინატორთა ყოფნა, რომლებიც აღრიცხავენ  მოსულ ამომრჩევლებს, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის ირიბი კონტროლი ამომრჩევლის თავისუფალი ნების გამოვლენაზე და საერთოდ მიზანშეუწონლად მიგვაჩნია, ასეთი ფაქტები ხდებოდეს საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე, თუ ეს ნამდვილად ხდება და დოკუმენტალურად დასტურდება,”- განაცხადა გიორგი ჭიქაბერიძემ.

 

დღეს, 27 აპრილს, საქართველოს სამ საარჩევნო ოლქში – ნაძალადევში (თბილისი), ბაღდათსა და სამტრედიაში შუალედური საპარლემენტო არჩევნები იმართება. აღნიშნული ოლქების ამომრჩევლებმა დღევანდელი არჩევნების შედეგად მაჟორიტარი დეპუტატები უნდა აირჩიონ. ყველაზე მეტი – 10 მაჟორიტარობის კანდიდატი ნაძალადევის ოლქშია რეგისტრირებული, ბაღდათში – 8 და სამტრედიაში – 5.

მასალების გადაბეჭდვის წესი