ახალი ამბები

შელაპარაკება პოლიციასა და რკინიგზელებს შორის კარვების დაშლის გამო [ვიდეო]

15 აგვისტო, 2017 • 2784
შელაპარაკება პოლიციასა და რკინიგზელებს შორის კარვების დაშლის გამო [ვიდეო]

საქართველოს კრინიგზის შენობასთან სამუშაო პირობების ცვლილებების გამო უკმაყოფილო რკინიგზელები შიმშილობის აქციას მართავენ. მათ გაშალეს კარავი, რომელიც პოლოციამ მაშინ დაშალა, როცა გადამღები ჯგუფები რკინიგზის შენობაში იმყოფებოდნენ ადმინისტრაციისგან კომენტარის მისაღებად. კარვების დაშლამ აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის მცირე შელაპარაკება გამოიწვია.

რკინიგზის შენობიდან გამოსვლის შემდეგ მედიის წარმომადგენლებს ქუჩაში კარავი აღარ დახვდათ, ხოლო პოლიცია ნათლად არ განმარტავს, რატომ აიღეს კარავი, რადგან გზის სავალ ნაწილზე არ იყო განთავსებული. ადგილზე მისული იყო სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგებელი, რომელიც გაეცნო ვითარებას. ომბუდმენი მოგვიანებით წარადგენს მომხდართან დაკავშირებით თავის შეფასებას.

დღესვე საქართველოს რკინიგზის ადმინისტრაციამ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ყველანაირი ცვლილება შეთანხმებული იყო რკინიგზელებთან, რომლებიც დღეს აქციას მართავენ. ისინი მიიჩნევენ, რომ ეს უთანხმოება პროცესებში “დესტრუქციული ძალების” ჩარევამ გამოიწვია.

ნანა კლარჯეიშვილი, საქართველოს რკინიგზის ინფრასტრუქტურის ფილიალის იურიდიული სამსახურის უფროსი ამბობს, რომ სალიანდაგო დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამუშაო ადგილისა და პირობების ცვლილებაზე თავადვე განაცხადეს თანხმობა. ასევე განცხადებები, რომ მათ არ უზრუნვეყოფდნენ ტრანსპორტითა და საცხოვრებლით, არ შეესაბამება სიმართლეს.

“რეორგანიზაციას წინ უძღოდა მოლაპარაკებები უშუალოდ თანამშრომლებთან ,” – აცხადებს კლარჯეიშვილი.

მისი თქმით, რკინიგზა მზად არის გააგრძელოს მათთან შრომითი ურთიერთობები, თუ დასაქმებულები შეთავაზებულ პირობებს დათანხმდებიან.

უჩა ხვთისიაშვილი 13 წლის განმავლობაში მუშაობდა საქართველოს რკინიგზის აღმოსავლეთ სალიანდაგო სამმართველოს კახეთის რეგიონში და ლიანდაგების უსაფრთოხებას ამოწმებდა, თუმცა რამდენიმე კვირის წინ ის და კიდევ 2 თანამშრომელი, ვახტანგ ცისკარიშვილი და აკაკი ჭარელაშვილი, მათი თქმით, სამსახურიდან გაათავისუფლეს. საქართველოს რკნიგზაში კი აცხადებენ, რომ ისინი სამსახურიდან ოფიციალურად გათავისუფლებული არ არიან.

როგორც გათავისუფლებული თანამშრომლები ამბობენ, რკინიგზის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა 25 ივლისს კახეთიდან თბილისში დაიბარეს და ხელი მოაწერინეს დოკუმენტის გაცნობაზე, რომლის თანახმადაც მიღებულია გადაწყვეტილება კახეთის რეგიონალური სამსახურისთვის სახელის შეცვლის შესახებ. დოკუმენტის მიხედვით, ის უნდა გაფართოვდეს და ეწოდოს “სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონი”. ხელშეკრულებაში კი არაფერი ყოფილა ნათქვამი სამუშაოს ადგილმონაცვლეობაზე. ისინი უარყოფენ, რომ რკინიგზამ მათ განუმარტა პირობები და არც იმას ადასტურებენ, რომ საცხოვრებელი და ტრანსპორტი შესთავაზეს.

რკინიგზელებს მხარდაჭერას უცხადებს რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი. რომლის პრეზიდენტი, ვიტალი გიორგაძე აცხადებს, რომ თუ საქართველოს რკინიგზა მზად იქნება დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან და დააკმაყოფილოს რკინიგზელთა მოთხოვნები, ისინი დღესვე მზად არიან შეწყვიტონ აქცია და ითანამშრომლონ. თუმცა აცხადებენ, რომ რკინიგზის მხრიდან გაკეთებული განცხადებები არის პროვოკაციული. 17 აგვისტოს კრინიგზელთა სოლიდარობის აქცია დაიგეგმა.

რკინიგზელების შიმშილობის აქცია საქართველოს რკინიგზის შენობასთან 15.08.17 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

საქართველოს რკინიგზიდან გათავისუფლებულთა აქცია. 15.08.2017. ფოტო: გუკი გიუნაშვილი/ნეტგაზეთი

საქართველოს რკინიგზიდან გათავისუფლებულთა აქცია. 15.08.2017. ფოტო: გუკი გიუნაშვილი/ნეტგაზეთი

სამსახურიდან გათავისუფლებულ რკინიგზელთა კარავი გზის სავალ ნაწილზე არ იყო ჩადგმული. საქართველოს რკინიგზიდან გათავისუფლებულთა აქცია. 15.08.2017. ფოტო: გუკი გიუნაშვილი/ნეტგაზეთი

სამსახურიდან გათავისუფლებულ რკინიგზელთა კარავი გზის სავალ ნაწილზე არ იყო ჩადგმული. საქართველოს რკინიგზიდან გათავისუფლებულთა აქცია. 15.08.2017. ფოტო: გუკი გიუნაშვილი/ნეტგაზეთი

მასალების გადაბეჭდვის წესი