ახალი ამბები

ცესკო: ბიულეტენთა რაოდენობა ნამდვილად ნაკლები იქნება რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობაზე

27 აპრილი, 2013 • • 1113
ცესკო: ბიულეტენთა რაოდენობა ნამდვილად ნაკლები იქნება რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობაზე

როგორც დღეს, 27 აპრილს გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს ცესკოს სპიკერმა ეკა აზარაშვილმა განუცხადა, საარჩევნო უბანზე ამომრჩევლისათვის საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობის განსაზღვრისას ამომრჩეველთა ერთიან სიაში შეყვანილ საერთო რაოდენობას აკლდება პატიმრები და ის ამომრჩევლები, რომლებიც ერთიანი სიის მიხედვით საქართველოში არ იმყოფებიან, ან სამხედრო სამსახურში არიან გაწვეული.


“მინდა განმარტება გავაკეთო ბიულეტენების რაოდენობასთან დაკავშირებით, რომელიც ნაკლები უნდა იყოს ამომრჩევლის რაოდენობაზე. საარჩევნო უბანზე ამომრჩევლისათვის საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობის განსაზღვრისას ამომრჩელეთა ერთიან სიაში შეყვანილ საერთო რაოდენობას აკლდება ამომრჩეველთა ის რაოდენობა, რომელთა გვარის გასწვრივ სიაში ფაქტობრივ მდგომარეობად მითითებულია, რომ იმყოფება საკონსულო აღრიცხვაზე უცხოეთში, სამხედრო სამსახურშია, ან პატიმრობაში. ყოველივე ზემოაღნიშნული განპირობებულია იმით, რომ ასეთი სტატუსის მქონე  პირები არ იღებენ მონაწილეობას არჩევნებში ამ საარჩევნო უბანზე,  ამიტომ ბიულეტენთა რაოდენობა ნამდვილად ნაკლები იქნება რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობაზე”, – განაცხადა მან.

მასალების გადაბეჭდვის წესი