ახალი ამბები

აკაკი ბობოხიძე: ჩემი ძმის დამკვირვებლად ყოფნა არჩევნების შედეგზე გავლენას ვერ მოახდენდა

27 აპრილი, 2013 • 1046
აკაკი ბობოხიძე: ჩემი ძმის დამკვირვებლად ყოფნა არჩევნების შედეგზე გავლენას ვერ მოახდენდა

საიას დამკვირვებლებმა დღეს სამტრედიის ერთ-ერთ უბანზე დააფიქსირეს აკაკი ბობოხიძის ძმა – ლევან ბობოხიძე, როგორც ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის დამკვირვებელი. ლევან ბობოხიძე ხონის საკრებულოს წევრია და მას, როგორც საიაში განმარტავენ, საარჩევნო კანონმდებლობით არ ჰქონდა უბანზე ყოფნის უფლება.

 

აკაკი ბობოხიძე
აკაკი ბობოხიძე

“რამდენადაც ვიცი, როგორც კი ჩემს ძმას განუმარტეს, რომ არ ჰქონდა იქ ყოფნის უფლება, მან იმ წუთში დატოვა საარჩევნო უბანი. ბუნებრივია, რომ მისი იქ დამკვირვებლად ყოფნა საარჩევნო შედეგებზე ვარანაირ გავლენას ვერ მოახდენდა. სამწუხაროდ, დღეს ჩვენ სამტრედიაში “ქართული ოცნების” მხრიდან ვხედავთ დარღვევებს, რომლებმაც შეიძლება არჩევნების შედეგებზე გავლენა მოახდინოს და, რაც მთავარია, დემოკრატიის სახელით მოსულმა “ქართულმა ოცნებამ” თავისი სახე გამოავლიანა: მათთვის დემოკრატია და დემოკრატიულ პრინციპი იყო შირმა, რის მეშვეობითაც ისინი შეეცადნენ ხელისუფლების ხელში ჩაგდებას და მათ ეს გამოუვიდათ, სამწუხაროდ, ქართველი ხალხის გაბრიყვების ხარჯზე. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც შანსს არ უშვებენ, დაარღვიონ კანონი და კანონის დარღვევით მოიპოვონ გამარჯვება,” – განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი