როგორც ჟურნალისტებს დღეს, 27 აპრილს გამართულ პრესკონფერენციაზე ცესკოს სპიკერმა ეკა აზარაშვილმა განუცხადა, 17:00 საათისთვის ბაღდათში ხმა უკვე 9750-მა ამომრჩეველმა მისცა, რაც ამ ოლქში რეგისტრირებული ამომრჩევლების საერთო რაოდენობის 41,8 პროცენტია.
სამტრედიაში არჩევანი 17535-მა ამომრჩეველმა (36,2%) გააკეთა, ხოლო ნაძალადევში- 32150–მა (22,8%).
შეგახსენებთ, რომ ზემოხსენებულ ოლქებში მაჟორიტარული წესით ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ეკა აზარაშვილის თქმით, არჩევნები მშიდ ვითარებაში მიმდინარეობს და განსაკუთრებული დარღვევები არ ფიქსირდება.