ახალი ამბები

ფონიჭალაში სპეცოპერაცია მიმდინარეობს, დაკავებულია ერთი ადამიანი

14 აგვისტო, 2017 • 2693
ფონიჭალაში სპეცოპერაცია მიმდინარეობს, დაკავებულია ერთი ადამიანი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სოფელ ფონიჭალაში სპეცოპერაცია მიმდინარეობს [21:40], რომლის დროსაც ერთი ადამიანი დააკავეს.

პოლიციის ცნობით, აღნიშნული პიროვნება სისხლის სამართლის კოდექსის 260 მუხლის პირველი და მეოთხე ნაწილის მიხედვით დააკავეს, რაც გულისხმობს ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენას, შენახვასა და გასაღებას.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდდა. პოლიციამ დაკავებულის მიერ მოქალაქისთვის მიყიდული, 4 შეკვრად დაფასოებული ჰეროინი ნივთმტკიცებად ამოიღო.

შსს-ს არ დაუდასტურებია, ეს სპეცოპერაცია უკავშირდება, თუ არა 12 აგვისტოს ასევე სოფელ ფონიჭალაში ორი ძმის დაკავებას ამავე მუხლის მიხედვით.

დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი შეთანხმებით, ჯგანსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ გასაღების ბრალდების საქმეზე ძმებს – მ. და ნ. ჯ-ებს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი