ახალი ამბები

ნარკოდანაშაულში ბრალდებულ ორ ძმას სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

14 აგვისტო, 2017 • 1653
ნარკოდანაშაულში ბრალდებულ ორ ძმას სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი შეთანხმებით, ჯგანსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ გასაღების ბრალდების საქმეზე ძმებს – მ. და ნ. ჯ-ებს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა.

სასამართლოს ცნობით, საქმის მასალების თანახმად, ბრალდებულებმა წინასწარი შეთანხმებით, შემდგომი გასაღების მიზნით უკანონოდ შეიძინეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი, რაც 2017 წლის ივლისსა და აგვისტოს თვეში რამდენჯერმე გაასაღეს.

შსს-ს ცნობით, ბრალდებული ძმები 12 აგვისტოს დააკავეს. გამოძიების ცნობით, ბრალდებულ მ.ჯ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის შემცველი 17 ცალად დაფასოებული, სპეციფიკური სუნის მქონე, ყავისფერი ნივთიერება, ხოლო ბრალდებულ ნ.ჯ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის შემცველი 16 ცალად დაფასოებული, სპეციფიკური სუნის მქონე, ყავისფერი ნივთიერება ამოიღეს.

სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა ბრალდებულთა მხრიდან მიმალვის, დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელებისა და გამოძიებისათვის ხელის შეშლის საფრთხე. ბრალდებულებს ბრალად ედებათ განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის შესაძლო ჩადენა, რაც სასჯელის სახით 7-დან 14 წლამდე, 8-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2017 წლის 2 ოქტომებრს 15:00 საათზე გაიმართება.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის 1-ლი და მე-4 ნაწილებით).

მასალების გადაბეჭდვის წესი