ახალი ამბები

ცესკო დარღვევების შესახებ

27 აპრილი, 2013 • • 1013
ცესკო დარღვევების შესახებ

“როგორც ადრე უკვე მოგახსენეთ, ბაღდათში, მე–13 უბანზე  წყალტუბოს გამგებლის მოადგილე დამკვირვებლის სტატუსით უკანონოდ აკვირდებოდა არჩევნებს. ბაღდათის მე–12 უბანზე წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ასევე უკანონოდ აკვირდებოდა არჩევნებს არასამთავრობო ორგანიზაცია “მომავლის არჩევანის” დამკვირვებლის სტატუსით. მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა სამტრედიის 38–ე უბანზეც, სადაც  ხონის საკრებულოს წევრი ორგანიზაცია “ახალი თაობის” სტატუსით აკვირდებოდა არჩევნებს”, – განაცხადა მან და დასძინა, რომ ცესკომ ამ ფაქტებზე რეაგირება უკვე მოახდინა.

“ცესკომ მათ უკვე შეუწყვიტა დამკვირვებლის რეგისტრაცია. ასევე გეტყვით, რომ ნაძალადევის 26–ე და 36–ე უბნებზე  გადასატანი ყუთის ჭრილი არ იყო დალუქული, რაზეც დაიწერა საჩივარი და კომისია იმსჯელებს გადასატანი ყუთის შედგების გაუქმება–არგაუქმების თაობაზე. სამტრედიის 21–ე უბანზე დაფიქსირდა დარღვევა გადასატანი ყუთის სიასთან დაკავშირებით, კომისია მისი შედეგების გაუქმების თაობაზეც იმსჯელებს”, – აღნიშნა მან.

 

ეკა აზარაშვილის თქმით, კომისია ნაციონალური მოძრაობის მიერ დაწერილი საჩივრების თაობაზეც იმსჯელებს, მათ შორის ვარციხის საარჩევნო უბნის ამბავზე, სადაც ნაციონალების მტკიცებით, პოლიციის უფროსი საარჩევნო საქმიანობაში ჩაერია. როგორც აზარაშვილმა “ნეტგაზეთს” უთხრა, ნაც.მოძრაობამ ამ საკითხთან დაკავშირებით საოლქო კომისიას მიმართა და საჩივარს თან გარკვეული ფოტომასალაც დაუთმო.

“ვერ გეტყვით [დასტურდება თუ არა ეს ინფორმაცია]. ამ საკითხს შესწავლა ესაჭიროება”, – განაცხადა მან.

მასალების გადაბეჭდვის წესი