ახალი ამბები

15:00 – პროცენტული მაჩვენებლით ყველაზე მაღალი აქტივობა კვლავ ბაღდათში ფიქსირდება

27 აპრილი, 2013 • • 1305
15:00 – პროცენტული მაჩვენებლით ყველაზე მაღალი აქტივობა კვლავ ბაღდათში ფიქსირდება

როგორც დღეს, 27 აპრილს გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს ცესკოს სპიკერმა ეკა აზარაშვილმა განუცხადა, ამ ოლქში ხმა უკვე 8300-მა ამომრჩეველმა მისცა, რაც რეგისტრირებული ამომრჩევლების საერთო რაოდენობის 35,5 პროცენტს შეადგენს. სამტრედიაში არჩევანი 15094-მა ამომრჩეველმა გააკეთა (31,2%), ხოლო ნაძალადევში 26297-მა ამომრჩეველმა (18,7 პროცენტი).

შეგახსენებთ, რომ საქართველოს სამ საარჩევნო ოლქში მაჟორიტარული წესით შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი