“შუალედური არჩევნები განსაკუთრებულად მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. არჩევნებში ამომრჩეველთა განსაკუთრებული აქტივობა ფიქსირდება და პროცესიის მიმდინარეობაში დარღვევები არ არის. მოვუწოდებ ყველას, ვის ოლქშიც არჩევნები მიმდინარეობს, მივიდნენ საკუთარ საარჩევნო უბანზე და დააფიქსირონ პოზიცია”, – განაცხადა იმერლიშვილმა.
მისი თქმით, რაც “ქართული ოცნება” ხელისუფლებაში მოვიდა, პირველი არჩევნებია და აუცილებელია, ამ პროცესმა კარგად ჩაიაროს და არჩევნების შედეგად უნდა გამოვლინდეს კვალიფიციური კადრი, რომელიც პარლამენტში გააგრძელებს საქმიანობას.
დეპუტატმა კომენტარი გააკეთა სამტრედიის საარჩვენო ოლქთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ დარღვევები, რომლებზეც საუბარი იყო, არც ერთი არ დადასტურდა.
მისივე განცხადებით, სამტრედიის ერთ-ერთი ოლქიდან მოიხსნა სადამკვირვებლო კანდიდატი, რომელზეც გავრცელდა ინფორმაცია, რომ სახელმწიფო უწყების წარმომადგენელი იყო.
“ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში არჩევნების მიმდინარეობასთან დაკავშირებით რამდენიმე საათში პრესკონფერენცია ისევ გაიმართება.