ახალი ამბები

ცესკოს განმარტება კანდიდატურების მოხსნის საკითხზე

27 აპრილი, 2013 •
ცესკოს განმარტება კანდიდატურების მოხსნის საკითხზე

როგორც აზარაშვილმა დღეს, 27 აპრილს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მაჟორიტარობის კანდიდატებს საკუთარი კანდიდატურების მოხსნა ოფიციალურად 17 აპრილის ჩათვლით შეეძლოთ. 18 აპრილიდან მოყოლებული კანდიდატურის მოხსნის ფაქტებზე ცესკო სამართლებრივ რეაგირებას აღარ აკეთებს.

 

”ოფიციალურად, ყველა იმ კანდიდატების სახელები და გვარები, რომლებმაც თავისი კანდიდატურები 17 აპრილის ჩათვლით არ მოხსნეს, საარჩევნო ბიულეტენებიში რჩება”, – განაცხადა აზარაშვილმა.

 

გავრცელებული ინფორმაციით, გუშინ, 26 აპრილს ნაძალადევში ლეიბორისტ გიორგი გუგავას სასარგებლოდ კანდიდატურის მოხსნასთან დაკავშირებით განცხადება “თავისუფლება _ ზვიად გამსახურდიას გზის” კანდიდატმა, ზვიად მეზვრიშვილმა გააკეთა, თუმცა როგორც ირკვევა, მისი სახელი და გვარი საარჩევნო ბიულეტინებში მაინც ფიგურირებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი