“ამასთან დაკავშირებით დავწერე საჩივარი, როგორც უბანზე, ასევე გავაგზავნე ოლქში”– აცხადებს აბულაძე.
კომისიის თავმჯდომარის მზია ქავთარაძის განცხადებით, ეს ტექნიკური შეცდომა იყო და მას შემდეგ, რაც შეცდომა დამკვირვებელმა დააფიქსირა, შესაბამისის ახსნა–განმარტება დაიწერა.
მისივე თქმით, უბანზე აქტივობა საშუალოა. 12 საათისთვის 230-მა ადამიანმა მისცა ხმა. სულ ამომრჩეველთა ერთიან სიაში ამ უბანზე რეგისტრირებულია 1576 ამომრჩეველი.