ახალი ამბები

სააკაშვილი ბაიდენს შეხვდა

27 აპრილი, 2013 •
სააკაშვილი ბაიდენს შეხვდა

Associated Press-ის ცნობით, სააკაშვილი ბაიდენს რესპუბლიკელი სენატორის, ჯონ მაკკეინის სახელობის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ ფორუმზე შეხვდა არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტში.

 

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრის დროს მხარეებმა საქართველოსა და ზოგადად რეგიონში არსებული ვითარება შეაფასეს და მიმდინარე მოვლენები განიხილეს. შეხვედრისას საუბარი საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას შეეხო და ყურადღება აშშ-სა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმების შესახებ გაამახვილეს.

 

თეთრი სახლის მიერ გავრცელებული ცნობით, ბაიდენმა საქართველოს პრეზიდენტს, მთავრობასა და პარლამენტს, მომავალი თვეების განმავლობაში ერთმანეთთან კონსტრუქციული თანამშრომლობისკენ მოუწოდა, რადგან საქართველოს წარსული მიღწევების პოზიტიური იმპულსები იყოს შენარჩუნებული და გაგრძელებული.

 

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ცნობით, ჯოზეფ ბაიდენმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს როგორც ქართული დემოკრატიის განვითარების საქმეში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის, ისე იმ აქტიური თანამშრომლობისათვის, რომელიც ტერორიზმის წინააღმდეგ საერთაშორისო ბრძოლის მიმართულებით ორ ქვეყანას შორის წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა. თავის მხრივ, მიხეილ სააკაშვილმა მადლობა გადაუხადა ვიცე-პრეზიდენტს იმ ძლიერი მხარდაჭერისთვის, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს უწევდა, მათ შორის, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის საკითხში.

მიხეილ სააკაშვილი ჯო ბაიდენს შეხვდა
მიხეილ სააკაშვილი ჯო ბაიდენს შეხვდა

მასალების გადაბეჭდვის წესი