ახალი ამბები

სამტრედიის #34-ე უბანზე ამომრჩევლები კომისიის თავმჯდომარეს დაუპირისპირდნენ

27 აპრილი, 2013 • 1052
სამტრედიის #34-ე უბანზე ამომრჩევლები კომისიის თავმჯდომარეს დაუპირისპირდნენ

გარდა ამისა, ამავე უბანზე შედგა ოქმი იმის გამო, რომ კომისიის წევრებს დაავიწყდათ დაეფიქსირებინათ პირველი ამომრჩევლის ხელმოწერა საკონტროლო ფურცელზე.

 

“პირველ ამომრჩეველს საკონტროლო ფურცელზე ხელი უნდა მოეწერა და არ მოაწერა, რაც მაშინვე დავაფიქსირეთ და ოქმი დავწერეთ”, – აცხადებს ორგანიზაცია “მომავლის არჩევნის” დამკვირებელი ამირან საბაძე.

 

საუბნო კომისიის თავმჯდომარის ნაზი კოპალეიშვილის თქმით, მათ აღნიშნულ საკითხზე ახსნა-განმარტება დაწერეს:

 

“შემოვიდა ეს ამომრჩეველი, ყველაფერი გავაკეთეთ და ხელმოწერა დაგვავიწყდა. როგორც კი გავიდა, ეს შევნიშნეთ. ბატონმა საჩივარი დაწერა, ჩვენ ახსნ-განმარტება დავწერეთ. ველოდებით მოვლენების შემდგომ განვითარებას.”

მასალების გადაბეჭდვის წესი