სამივე ელჩი დაფისქრირდა სარეგისტრაციო წიგნში. ამის შემდეგ ელჩები საარჩევნო პროცესის მიმდინარეობით დაინტერესდნენ და კითხვები დაუსვეს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს კახაბერ კახაბერს.
რამდენი ადამიანი მივიდა ამ დროისთვის საარჩევნო უბანზე , როდის ელოდებიან ყველაზე მეტ ამომრჩეველს და წინა არჩევნებთან დაკავშორებით რა მდგომარეობაა, რამდენად მაღალია აქტივობა- ესაა ის კითხვები, რომელბიც ელჩებს აინტერესებდათ.
ის, რომ არჩევნები დილიდან მშვიდად მიმდინარეობს, აშშ-ის ელჩ რიჩარდ ნორლანდის აზრით, საქართველოში დემოკრატიული პროცესების კიდევ ერთი ნიშანია.
“მე ვულოცავ ყველა ამომრჩეველს, ყველას, ვინც იღებს ამ მნიშვნელოვან პროცესში მონაწილეობას. ასევე ვულოცავ კანდიდატებს, რომლებმაც გადადგეს მამაცი ნაბიჯი, თუმცა, რასაკვირველია, მხოლოდ ერთი მათგანი გახდება გამარჯვებული. მნიშვნელოვანია, რომ ამომრჩევლები მოვიდნენ არჩევნებზე და გამოხატონ თავისი ნება”.
ნიდერლანდების ელჩმა ტკარატ კლერიმ ჟურნალისტებთან საუბრისას ხაზი გაუსვა იმას, რომ ეს არჩევნები და მისი დემოკრატიულად ჩატარება მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამეგობრობისთვის.
“სწორედ ეს არის იმის მიზეზი, რომ მე ვიმყოფები აქ, ჩემს კოლეგებთან ერთად. ჩვენ ერთად დავაკვირდით წინა არჩევნებს, ვაკვირდებით ამ არჩევნებს და პირობას გაძლევთ, დავაკვირდებით მომავალ არჩევნებსაც”, – განაცხადა ელჩმა.
მისი თქმით, თითოეული არჩევნები არის მნიშვნელოვანი, რადგან თითეოეული არჩევნები გარკვეულწილად ამოწმებს დემოკრატიის ხარისხს: “ ეს ეხება წინა მთავრობას, ამჟამინდელ მთავრობას და შეეხება მომავალ მთავრობებს. გარდა იმისა, რომ მნიშვნელოვანია არჩევნების კონკურენტულ და მშვიდ გარემოში ჩატარება, რასაც ჩვენ აქ ვხედავთ, მნიშვნელოვანია, აგრეთვე, ამომრჩეველთა რიცხვი. რომელიც მიდის საარჩევნო ყუთთან და აკეთებს თავის არჩევანს”.
ბრიტანეთის ელჩი დაეთანხმა კოლეგებს, რომ მნიშვნელოვანია ამომრჩეველთა აქტიურობა და ის, რომ თითოეულმა ამომრჩეველმა სერიოზულად აღიქვას ეს პროცესი.
“ბრიტანეთს, ამერიკას და ნიდერლანდებს განსხვავებული ტრადიციები აქვთ საარჩევნო სტრუქტურებისა, თუმცა მათ აერთიანებთ ერთობლივი ღირებულებები და სწრაფვა დემოკრატიისკენ. საერთაშორისო დამკვირვებლები სიამოვნებით ვიღებთ მონაწილეობას და ვართ მოხარული, რომ შეგვიძლია საქართველოს დემოკრატიულობისკენ გადადგმულ კიდევ ერთ ნაბიჯში წვლილის შეტანა”.
ელჩები ნაძალადევის საარჩევნო ოლქის # 25 უბანზე დილის 10.00 საათისთვის მივიდნენ. ამ დროისთვის უბანზე რეგისტრირებული
1516 ამომრჩეველიდან 90 იყო მისული.
დღეს საქართელოში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს სამ ოლქში – ნაძალადევის, სამტრედიის და ბაღდათის.