ახალი ამბები

ნაძალადევის №6 უბანზე ამ დროისთვის 25-მა ამომრჩეველმა მისცა ხმა

27 აპრილი, 2013 • 880
ნაძალადევის №6 უბანზე ამ დროისთვის 25-მა ამომრჩეველმა მისცა ხმა

უბანში პირველი ამომრჩეველი 08:10 საათზე მივიდა და ამ დროისთვის უკვე 25-მა ადამიანმა მისცა ხმა.

 

საარჩევნო უბანში დილის 7 საათიდან კომისიის წევრებს შორის წილისყრის  პროცესს აკვირდებოდა ნაძალადევის №9 საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენელი, რომელმაც შენიშვნა მისცა საუბნო კომისიის თავმჯდომარეს, რომ არ იყო გამოკრული გადასატანი ყუთის კედლის სია. თავმჯდომარემ ეს შენიშვნა გაითვალისწინა.

 

არჩევნებს უბანზე აკვირდებიან შემდეგი ორგანიზაციების წარმომადგენლები:

 

“პატრიოტთა ალიანსი”, “ქართული ოცნება”, “ნაციონალური მოძრაობა”, “თავისუფალი საქართველო”, ასევე, “განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი”, “საერთაშორისო ასოციაცია ქალთა მოძრაობა თანამშრომლობისთვის”, “თავისუფალი განვითარებისა და უფლებების დაცვის ფონდი”, საქართველოს დემოკრატიის ინსტიტუტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი