ახალი ამბები

დამკვირვებლების ყველაზე დიდი რაოდენობა 87-ე საარჩევნო უბანზე “ოცნებას” ჰყავს

27 აპრილი, 2013 • 882
დამკვირვებლების ყველაზე დიდი რაოდენობა 87-ე საარჩევნო უბანზე “ოცნებას” ჰყავს

არაოფიციალურ სიაში, სადაც დამკვირვებლები იმ ორგანიზაციებს წერდნენ, რომელსაც წარმოადგენენ, რამდენიმე შესწორებაც არის. მაგალითად, გადახაზულია “ქართული ოცნება” და წერია “თავისუფალი არჩევანი.” 

 

“ქართული ოცნების” წარმომადგენლები საარჩევნო უბნის გარეთაც იმყოფებიან, რომლებიც ოფიციალური ბეჯის გარეშე შენობაში არ შემოუშვეს. 


87-ე უბანში ამომრჩეველი დაახლოებით 8- ის ნახევრიდან მოდის. 

 

“ძალიან მეჩქარება, არ შეიძლება გამონაკლისი დაუშვათ,?”- იკითხა ერთ-ერთმა ამომრჩეველმა. 

 

კომისიის წევრებს უწევთ განმარტება, რომ საარჩევნო უბანი ზუსტად 8 საათზე იხსნება. 

 

87-ე საარჩევნო უბანი თემქაზე, 142-ე საჯარო სკოლაშია განხსნილი. საარჩევნო უბანზე, ერთიანი სიის მიხედვით, 1398 ამომრჩეველია. 

 

დღეს, 27 აპრილს, საქართველოს სამ საარჩევნო ოლქში – ნაძალადევში (თბილისი), ბაღდათსა და სამტრედიაში შუალედური საპარლემენტო არჩევნები იმართება. აღნიშნული ოლქების ამომრჩევლებმა დღევანდელი არჩევნების შედეგად მაჟორიტარი დეპუტატები უნდა აირჩიონ. ყველაზე მეტი – 10 მაჟორიტარობის კანდიდატი ნაძალადევის ოლქშია რეგისტრირებული, ბაღდათში – 8 და სამტრედიაში – 5.

 

87-ე საარჩევნო უბანი, ნაძალადევის ოლქი
87-ე საარჩევნო უბანი, ნაძალადევის ოლქი

შუალედური საპარლამენტო არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც ამ სამ ოლქში გამარჯვებული კანდიდატები საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თავის მინისტრთა კაბინეტში გადაიყვანა: კერძოდ, ნაძალადევის ოლქის რჩეული თეა წულუკიანი იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე მუშაობს, სამტრედიის ყოფილი მაჟორიტარი კახა კალაძე ვიცე პრემიერია და იმავდროულად ენერგეტიკის მინისტრი, ხოლო ბაღდათის ყოფილი მაჟორიტარი არჩილ კბილაშვილი – საქართველოს მთავარი პროკურორი. 

მასალების გადაბეჭდვის წესი