ახალი ამბები

შუალედური საპარლამენტო არჩევნები

27 აპრილი, 2013 •
შუალედური საპარლამენტო არჩევნები

ნაძალადევის №9 ოლქში 140 892 ამომრჩეველია რეგისტრირებული, ბაღდათის №52 ოლქში – 23 351 ამომრჩეველი, ხოლო სამტრედიის
№54 ოლქში  – 48 454 ამომრჩეველი.

 

აღნიშნული ოლქების ამომრჩევლებმა დღევანდელი არჩევნების შედეგად მაჟორიტარი დეპუტატები უნდა აირჩიონ. ყველაზე მეტი – 10 მაჟორიტარობის კანდიდატი ნაძალადევის ოლქშია რეგისტრირებული, ბაღდათში – 8 და სამტრედიაში – 5.

 

ყველა ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატები მხოლოდ ორმა პოლიტიკურმა ძალამ – კოალიცია “ქართულმა ოცნებამ” და “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” წარადგინეს. მთლიანობაში, 2013 წლის შუალედურ არჩევნებში 14 პოლიტიკური გაერთიანება დარეგისტრირდა, როგორც საარჩევნო სუბიექტი.

 

შუალედურ არჩევნებს დღეს 20 ადგილობრივი და 7 საერთაშორისო ორგანიზაცია დააკვირდება. 27 აპრილის შუალედური არჩევნებისთვის ცესკოში 17 მედიასაშუალებაა რეგისტრირებული.

 

შუალედური საპარლამენტო არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც ამ სამ ოლქში გამარჯვებული კანდიდატები საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თავის მინისტრთა კაბინეტში გადაიყვანა: კერძოდ, ნაძალადევის ოლქის რჩეული თეა წულუკიანი იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე მუშაობს, სამტრედიის ყოფილი მაჟორიტარი კახა კალაძე ვიცე პრემიერია და იმავდროულად ენერგეტიკის მინისტრი, ხოლო ბაღდათის ყოფილი მაჟორიტარი არჩილ კბილაშვილი – საქართველოს მთავარი პროკურორი. 

არჩევნები
არჩევნები

მასალების გადაბეჭდვის წესი