ახალი ამბები

ივანიშვილი: ტექნოლოგიური უნივერსიტეტის აშენება ჩემი იდეა იყო

26 აპრილი, 2013 • 2021
ივანიშვილი: ტექნოლოგიური უნივერსიტეტის აშენება ჩემი იდეა იყო

“ტექნოლოგიური უნივერსიტეტი იყო ჩემი იდეა და რამდენიმე წელიწადი მაგაზე ვმუშაობდი. იპოდრომი მაგისთვის შემაძენინეს მე და მანდ ბევრი კითხვებია, 52 მილიონი გადავიხადე, რომ უნივერსიტეტი აშენებულიყო. ამაზე ნახაზებია გაკეთებული, არქიტექტორებისთვის მილიონზე მეტი მაქვს გადახდილი, ძალიან დიდი შრომაა დახარჯული. ამას ვაკეთებდი მე სწორად და გავაგრძელებ კიდეც.


რაც ბათუმში ხდება, ეს არის ანეგდოტური, როდესაც პოლიტიკაში მოვედი, სააკაშვილმა ჩემი იდეა აიტაცა და თქვა, ახლა ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს გავაკეთებო და რაღაც შენობა ააშენა, რომელსაც აბსოლუტურად არ შეიძლება, რომ უნივერსიტეტი დაერქვას, ეშმაკის ბორბალი კი აიტანა ზედ, ეს არის მაგის იდეის კარგი დამაგვირგვინებელი. ეს არის ძალიან პატარა ფართის მაღალი შენობა და ამ სიმაღლეებით ცდილობდა, რომ დუბაი აეშენებინა. ტექნოლოგიური უნივერსიტეტი აქ ვერ განთავსდება, ეს შეიძლება დარჩეს სიმბოლურად და წინა ხელისუფლება გავიხსენოთ ამით”, – განაცხადა ივანიშვილმა ტელეკომპანია “რუსთავი 2”–ზე გადაცემა პოზიციაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი