ახალი ამბები

ივანიშვილი მარგველაშვილის მუშაობას ყველაზე წარმატებულად აფასებს

26 აპრილი, 2013 •
ივანიშვილი მარგველაშვილის მუშაობას ყველაზე წარმატებულად აფასებს

“მე ძალიან მიყვარს წულუკიანი, ძალიან წარმატებული მინისტრია, წარმატებული მინისტრია ღარიბაშვილიც, ცუდად არ მუშაობს ალასანიაც, საერთოდ კარგი გუნდი მყავს, ძალიან ვამაყობ, რომ კარგი მინისტრები გვყავს ჩვენ, ერთ–ერთზეა ეჭვი და ისიც მინდა ისე არ წავიდეს, მაგრამ ვერ ვიტყვი ვისზე, ვამზადებ საზოგადოებას, ძალიან განვიცდი მე თვითონ და იქნებ შიგნით ჩავწყნარდეთ. რაც შეეხება მარგველაშვილს, ეს NDI–ის კვლევებია, მაგრამ სხვა კვლევებშიც არ იყო მარგველაშვილი პირველ ადგილზე. თეა წულუკიანი რომ პირველ ადგილზეა, ეს ცუდი არ არის, მე ძალიან მიყვარს თეა და ძალიან დიდ პატივს ვცემ, მაგრამ რაღაც ტიპის კვლევებში რომ მარგველაშვილი პირველ ადგილზე არ მოხვედრილა, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ ჩვენ ძალიან ბევრი საქმე გვაქვს წინ. მარგველაშვილი ყველაზე მეტს მეხმარება და ყველაზე სამაგალითოა ჩემთვის”, – განაცხა ივანიშვილმა ტელეკომპანია “რუსთავი 2”–ის ეთერში, გადაცემა “პოზიციაში” საუბრისას. 

მასალების გადაბეჭდვის წესი