“კობა არის შეუპოვარი, მე არ მიყვარს დახურული კაცი, რომელიც უფროსთან დაკომპლექსებულია, კობა ასეთი არ არის, მაგრამ, ამავდროულად, როცა გამოდის და მეორე გუნდის წევრს, რომელიც ძალიან ბევრს აკეთებს, ბევრად მეტს, ვიდრე კობა და გინდაც გაუკეთებია ცხოვრების განმავლობაში, აკრიტიკებს, არა მგონია, სწორი იყოს. ის კაცი დღე და ღამე ზრუნავს, კობა კი მხოლოდ გამოდის და აკრიტიკებს. მე მგონი, კობას უჭირს იყოს პოზიციაში, კრიტიკა ადვილია”, – განაცხადა ივანიშვილმა. მისი თქმით, შესაძლოა კობა დავითაშვილმა თავის დროზე მინისტრობაზე უარი იმის გამო თქვა, რომ შეეშინდა, რადგან საქმის კეთება უფრო რთულია, ვიდრე კრიტიკა:
“ჩემი სურვილია, რომ არ გავუშვათ გუნდიდან, მაგრამ მე გუნდის წევრები მარწმუნებენ, რომ დღეს არა, ხვალ ის მაინც წავა გუნდიდან. გაფრთხილებას მე მოვითხოვ საბჭოზე, მე არ ვარ გადამწყვეტი, საბჭო გადაწყვეტს”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია “რუსთავი 2”–ის ეთერში, გადაცემა “პოზიციაში”
კობა დავითაშვილმა დავით სერგეენკო გააკრიტიკა და სადაზღვევო კომპანიების ლობირებაში დაადანაშაულა.