რუსეთის მედიის ცნობით, შემთხვევის ადგილზე დაიგვიანა სახანძროს სამსახურმა, რის გამოც ოპერატიულად ვერ მოხერხდა ხანძრის ლიკვიდაცია. საუბარია იმაზეც, რომ საავადმყოფოს ფანჯრებზე რკინის გისოსების გამო პაციენტებმა ვერ მოახერხეს შენობიდან გამოსვლა, ასევე, პაციენტები იყვნენ ძლიერ მოქმედი დამამშვიდებელი წამლების ზემოქმედების ქვეშ, რაც მათ კანონის შესაბამისად ჰქონდათ დანიშნული.
ხანძარი 26 აპრილს, მოსკოვის დროით 02.23 საათზე გაჩნდა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება.

