ახალი ამბები

ქუთაისის საკრებულოში “ნაციონალების” ფრაქციას სამი დეპუტატი შემორჩა

25 აპრილი, 2013 • • 1609
ქუთაისის საკრებულოში “ნაციონალების” ფრაქციას სამი დეპუტატი შემორჩა

როგორც საკრებულოს წევრი გია უკლება ამბობს, მისი ინფორმაციით, კირკიტაძემ ეს გადაწყვეტილება თანამდებობის შენარჩუნების მიზნით მიიღო:

 

“მე პირადად არ მისაუბრია ლევანთან, მაგრამ როგორც მის მეგობრებთან და კოლეგებთან განაცხადა, მიზეზი არის ის, რომ მას უნდა ხელფასი, თანამდებობის შენარჩუნება და აქედან არის გამოწვეული ეს ყველაფერი.”

 

როგორც კირკიტაძე “ნეტგაზეთთან” საუბარში აცხადებს, უკლებას განცხადება სინამდვილეს არ შეესაბამება:

 

“მე გიდასტურებთ, რომ დავტოვე ფრაქცია, ეს ჩემი პირდაპირი გადაწყვეტილება იყო. მიზეზი არც არაფერი, ჩემი შეხედულებებისამებრ გადავწყვიტე გადავსულიყავი “საქართველოს პატრიოტთა ალიანსში”. რაც შეეხება უკლებას განცხადებას, მე ასეთი რამ არ მითქვამს.”

“ნეტგაზეთის” კითხვაზე, თუ რა შეხედულებები აქვს მხედველობაში, კირკიტაძე პასუხობს:

 

“ძირითადად, ჩემი პირადი სიმპათიები იყო, ჩემი გადაწყვეტილება იყო პირადი. ეს არ არის პოლიტიკური შეხედულებები.” 

 

ამჟამად ქუთაისის საკრებულოში 4 ფრაქციაა შექმნილი. ყველაზე მეტი წევრი (11 ადამიანი) ჰყავს ფრაქციას “საქართველოს პატრიოტთა ალიანსი”. 3 წევრი დარჩა ფრაქცია “ნაციონალებს”, ესენი არიან: გიორგი უკლება, გია გოქაძე,  ნოე კუხიანიძე. 3 წევრი დარჩა ფრაქცია “მაჟორიტარებს” – ამირან ხვადაგიანი, დავით გოგისვანიძე და მერაბ ბარათაშვილი და ოთხი წევრია ფრაქციაში “ქართული ოცნება – ქუთაისი” – მათ შორის ორი ყოფილი “ნაციონალი” (კახა ნურალიძე და გიორგი სიხარულიძე), ერთი წევრი, რომელიც საკრებულოში არჩეული იქნა ქდმ-ს პარტიული სიით (გიორგი შავგულიძე) და ერთიც “ახალი მემარჯვენეების” სიით გასული – მამუკა მღვდელაძე.

 

საკრებულოში დამოუკიდებელი დეპუტატების სახით არიან წარმოდგენილნი: მანანა კიკაბიძე (ფრაქცია “ნაციონალების” ყოფილი წევრი), დავით დვალი (ქდმ-ს პარტიული სიით არჩეული) და სერგო ლექვინაძე (ფრაქცია “მაჟორიტარების” ყოფილი წევრი).

მასალების გადაბეჭდვის წესი