ახალი ამბები

“ნაციონალური მოძრაობის” დასაქმების კონცეფცია

25 აპრილი, 2013 • 1025
“ნაციონალური მოძრაობის” დასაქმების კონცეფცია

ქვეყანაში შექმნილი არასახარბიელო ეკონომიკური მდგომარეობის გამო, აუცილებელია საქართველოს ხელისუფლებამ გადადგას შემდგომი სწრაფი და ქმედითი ნაბიჯები ვითარების გამოსწორებისა და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით: 

 

1. ახალი სამუშაო ადგილების შექმნის პროცესის სტიმულირების მიზნით, აუცილებელია მოხდეს გადასახადების შემცირება ისე, როგორც ეს იყო დაგეგმილი საგადასახადო კოდექსში 2012 წლის დეკემბერში მიღებულ ცვლილებებამდე და მაქსიმალურად შენარჩუნებულ იქნეს შრომის ბაზრის თავისუფლება; 

 

2. სამუშაო ადგილებს ქმნის ბიზნესი. ამიტომ დაცულობისა და სტაბილურობის განცდა კერძო სექტორში მნიშნელოვანია დასაქმების ხელშეწყობისთვის. შესაბამისად, უნდა გამოცხადდეს 2-წლიანი მორატორიუმი ისეთ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლებიც გავლენას ახდენენ ქვეყნის ფინანსურ–ეკონომიკურ გარემოზე; საკანონმდებლო ორგანომ მიიღოს კანონი ფინანსურ–ეკონომიკური ხასიათის დანაშაულის ამნისტიისა და დაფარული გადასახადების ლეგალიზაციის შესახებ, რომელიც ჩადენილია 2013 წლის 1 იანვრამდე; მოხდეს ფინანსურ–ეკონომიკური ხასიათის დანაშაულის დეკრიმინალიზაცია; აიკრძალოს სასამართლოს ნებართვის გარეშე კერძო მფლობელობაში არსებული კომპანიების შემოწმება სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოების მიერ; 

 

3. დასაქმების ზრდა შეუძლებელია უცხოური ინვესტიციების მოზიდვის გარეშე. ამისათვის კი აუცილებელია უზრუნველყოფილ იქნას ქვეყნის მაკროეკონომიკური პარამეტრების შენარჩუნება, ხოლო, შესაძლებლობის შემთხვევაში, გაუმჯობესება, რათა მოხდეს მთავრობის სუვერენულ რეიტინგებში საქართველოს პოზიციების გაუმჯობესება; 

 

4. ახალი საექსპორტო ბაზრების გახსნა მკვეთრ სტიმულს მისცემს სამუშაო ადგილების შექმნის პროცესს. ამიტომ უნდა დაჩქარდეს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გაფორმება ევროკავშირთან და თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების მოლაპარაკებები აშშ–თან.

მასალების გადაბეჭდვის წესი