დამატებითი მატარებლის დანიშვნის მიზეზი სააღდგომო დღესასწაულებთან დაკავშირებით მგზავრთნაკადის მოსალოდნელი მატება გახდა.  

 

მატარებელი
მატარებელი

“საქართველოს რკინიგზის” ადმინისტრაციის ინფორმაციით, თბილისი-ზუგდიდი-თბილისის მიმართულებით გადაადგილებული მატარებელი მოემსახურება საქართველოს დასავლეთ რეგიონს და სრულად უზრუნველყოფს  გაზრდილი მზავრთნაკადის მომსახურებას. 

 

თბილისი-ზუგდიდი-თბილისის მიმართულებაზე ჩქარი ელექტრომატარებელი ზუგდიდის მიმართულებით გავა 08:45სთ-ზე და დანიშნულების სადგურში იქნება 14:15 სთ-ზე, საპირისპირო მიმართულებით კი რეისს შეასრულებს 18:00სთ-ზე და თბილისში დაბრუნდება 23:25 სთ-ზე.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *