ახალი ამბები

კალაძის განცხადებით, ივლისში 1.2 მილიონ ლარზე მეტ შემოწირულობას ელოდებოდა

7 აგვისტო, 2017 • 2498
კალაძის განცხადებით, ივლისში 1.2 მილიონ ლარზე მეტ შემოწირულობას ელოდებოდა

პარტია “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ ივლისში უფრო მეტ შემოწირულობას ელოდებოდა, ვიდრე 1.2 მილიონი ლარია.

“მეტი არ არის? მე უფრო მეტს ველოდებოდი, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი მხარდამჭერი ჰყავს “ქართულ ოცნებას” და სიმართლე გთხრათ, ნამდვილად მეტს ველოდებოდი,” – განაცხადა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

დღეს, 7 აგვისტოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოაქვეყნა პარტიების ივლისის თვის შემოწირულობები, რომლის თანახმადაც, “ქართულმა ოცნებამ” 1 270 000 ლარი მიიღო. ეს თანხა მნიშვნელოვნად აღემატება სხვა პარტიების შემოწირულობებს. კერძოდ, “ევროპულმა საქართველომ” 36 235 ლარი მიიღო, ნაციონალურმა მოძრაობამ – 102 ლარი, ხოლო რესპუბლიკელებმა 20 ლარი.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი