მაია ფანჯიკიძე და ჯონ ქერი
მაია ფანჯიკიძე და ჯონ ქერი

მაია ფანჯიკიძის განცხადებით, ჯონ ქერიმ ხაზი გაუსვა აშშ–ის მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით:

 

“ამას გარდა, მადლობა გადაგვიხადა ავღანეთში საქართველოს წვლილისათვის, რომელიც მას შეაქვს გლობალურ  უსაფრთხოებაში, დაინტერესდა საქართველოში მიმდინარე პროცესებით.  დაინტერესდა საქართველოს ევროოპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესით, რომელიც მან ძალინ მაღალ დონეზე შეაფასა. მე ბატონი ქერი დავპატიჟე საქართველოში და იგი შემპირდა, რომ აუცილებლად ჩამოვა” – განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

 

შეხვედრას ქართული მხრიდან აშშ-ში საქართველოს  ელჩი არჩილ გეგეშიძე და ნატო-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი გეგა მგალობლიშვილიც ესწრებოდნენ. არჩილ გეგეშიძის განცხადებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ყველა შეკითხვას ამომწურავი პასუხი გასცა:

 

“კითხვები ეხებოდა საქართველოს საგარეო პოლიტიკის ამა თუ იმ მიმართულებას, ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და   სახელმწიფო მდივანმა  გამოხატა აშშ-ის მხარდაჭერა ამ მიმართულებით, დაინტერესდა, აგრეთვე, საქართველო-რუსეთის ურთიერთობით, მისი მხრიდან  იგრძნობოდა დაინტერესება  საქართველო-რუსეთის ურთიერთობების გაუმჯობესების მიმართულებით. საუბარი შეეხო ჟენევის  დისკუსიებს,  რა და როგორ უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ამ მიმართულებით წინსვლა დაფიქსირდეს.  სახელმწიფო მდივანი დაინტერესდა საქართველოში მიმდინარე პროცესებით, რეფორმებით, მათ შორის, ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით.  დაინტერესდა იმით, თუ ზოგადად სიღარიბის დაძლევის  კუთხით რა კეთდება ქვეყანაში. რა თქმა უნდა, განხილული იქნა  ქარტიის ფარგლებში თანამშრომლობის საკითხები” – განაცხადა გეგეშიძემ.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *