ახალი ამბები

ივანიშვილმა სტრასბურგში ვიზიტი შეაჯამა: კარგი შთაბეჭდილება დავტოვეთ

24 აპრილი, 2013 • 907
ივანიშვილმა სტრასბურგში ვიზიტი შეაჯამა: კარგი შთაბეჭდილება დავტოვეთ

პრემიერის აზრით, ევროსაბჭოში ვიზიტი იყო ძალიან წარმატებული. 

 

“ჩემი აზრით, ჟურნალისტებმა უფრო უნდა შეაფასოთ ის. უფრო კრიტიკულად. და საერთოდ, საგარეო ვიზიტები, რომელიც მქონდა, ვფიქრობ, ყველგან მაქსიმალურად წარმატებული ვიზიტები განვახორციელეთ და ამ მხრივ, გამორჩეული არ ყოფილა არც ევროსაბჭო. ძალიან ბევრი შეხვედრა იყო ორი დღის განმავლობაში. გუშინდელი დღე იყო ძალიან დატვირთული. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ალბათ მოხსენება, გამოსვლა ევროსაბჭოში, შეკითხვებზე პასუხი. მგონია, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა.”

 

პრემიერი აცხადებს, რომ დღესაც საინტერესო შეხვედრა ჰქონდა რუმინეთის პრემიერ-მინისტრთან.

 

“ძალიან იოლად დავმეგობრდით. მსგავსი ხედვები გვაქვს, მსგავსი პრობლემებიც კოჰაბიტაციასთან დაკავშირებით. იცით, ალბათ, მასაც ეს პროცესი აქვს საკუთარ პრეზიდენტთან.”


ივანიშვილმა გუშინდელი ლანჩის შესახებაც ისაუბრა. 


“ის ბატონი მინიონის ინიციატივით იყო. მან მიგვიწვია სტუმრად. რატომღაც არ მოეწონათ იქ ჟურნალისტებს რუსული დელეგაციის წევრების ყოფნა. მე მოვახერხე მათთან გასაუბრება სუფრასთან, მოვახერხე პოლონელთანაც, რომელმაც მკაცრი კითხვა დამისვა. ამას არ მიაქციეს რატომღაც ყურადღება. ძალიან დავუმეგობრდი პოლონელ დეპუტატს, რომელმაც საკმაოდ გაუგებარი კითხვა დასვა. იოლად დავუმეგობრდი ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს, ამ მოკლე დროში, რაც შეიძლებოდა, ძალიან კარგი ურთიერთობები დავამყარეთ. აინტერესებდათ ახალი გუნდი და დაგვინახეს. მგონი, კარგი შთაბეჭდილება დავტოვეთ, “


რაც შეეხება რუსეთთთან ურთიერთობის დალაგებასა  და  საქართველოს ტერიტორიულ საკითხს, პრემიერი ამბობს, რომ ეს მარტივი საქმე არ არის. 


“ამას დრო დაჭირდება. მოკლე დროში ის შეიძლებოდა, რაც ჩვენმა პრეზიდენტმა ძალიან ოსტატურად გააკეთა. ჩიხში შესვლა იოლია, გამოსვლა არ არის მარტივი. მე გარწმუნებთ, ნაბიჯ-ნაბიჯ გამოვალთ ამ ჩიხიდან. დავიბრუნებთ ამ ტერიტორიებს და მეგობრულ ურთიერთობასაც დავამყარებთ.”  


ბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი