ახალი ამბები

სასჯელაღსრულების სამინისტრო: ექთნის სამსახურიდან დათხოვნა კანონიერად მოხდა

24 აპრილი, 2013 • 880
სასჯელაღსრულების სამინისტრო: ექთნის სამსახურიდან დათხოვნა კანონიერად მოხდა

“სისხლის სამართლებრივი კუთხით მსჯელობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების ან არმიღების შემთხვევაშიც კი, სამინისტროს გენერალური ინსპექცია დისციპლინური კუთხით უფლებამოსილია მოახდინოს რეაგირება ყოველ ამგვარ ფაქტზე და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება”, – ნათქვამია სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს განცხადებაში.

სამინისტროს ინრორმაციით, ციალა კაშიას დაწესებულების შემოწმება–დათვალიერების ოთახში, მარჯვენა წინდაში დამალული მობილური ტელეფონი სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლებმა აღმოუჩინეს.


ციალა კაშიას მიმართ გამოყენებული იქნა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა – სამსახურიდან გათავისუფლება, ხოლო სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტმა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.


სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტერიტორიაზე აუდიო-ვიდეო, ფიქსაციის და სხვა სახის ტექნიკის შეტანა სპეციალური ნებართვის გარეშე, რომელსაც სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე გასცემს, დაუშვებელია. ციალა კაშიას კი აღნიშნული ნებართვა არ გააჩნდა.


ციალა კაშია თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს. მისი თქმით, შემოწმება–დათვალიერების ოთახში მობილური ტელეფონით შესვლა დარღვევა არ არის, რადგან ტელეფონს სწორედ ამ ოთახში ტოვებენ. ის ამ ფაქტს პოლიტიკურ ანგარიშსწორებას უწოდებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი