“მე ვიცი, რომ ბევრი მითქმა-მოთქმა და დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია საყდრისის თემამ. ჩემი ინფორმაციით, ძალიან ბევრი მეცნიერი იყო ჩართული, შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელიც 2 თვის განმავლობაში აღნიშნულ საბადოს სწავლობდა. ამ დასკვნის მხედველობაში მიღება უნდა მოხდეს. მათი დასკვნით, ეს საბადო არ წარმოადგენდა განსაკუთრებულ ადგილს, და ის, რომ ეს არის უძველესი ოქროს საბადო, არ არის დადასტურებული, ეს არის მხოლოდ ვარაუდი, რომელიც არ დასტურდება,”- განაცხადა პრემიერმა დღეს, 13 მარტს სტუდენტებთან შეხვედრის დროს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
პრემიერის თქმით, აღნიშნულ პროექტზე ინვესტორმა საქართველოს ეკონომიკაში უკვე 300 მილიონიანი ინვესტიაცია განახორციელა და 3000 მოქალაქე დაასაქმა.
“ამ 3000 ადამიანის უკან დგას 3000 ოჯახი.”
და თუ იქ ვინმე, ან გარემო იწამლება, ღარიბაშვილის თქმით, ამაზე გარემოს დაცვის სამინისტრომ უნდა დადოს დასკვნა. ხარვეზების არსებობის შემთხვევაში კი, – “ამას სჭირდება სპეციალური ღონისძიებები. იქ შეიძლება სპეციალური ფილტრები დაყენდეს და ა.შ. მსოფლიოში ეს ძალიან მარტივად გვარდება.”
ღარიბაშილის თქმითვე, ინვესტორმა კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, რომ თანამდროვე ტექნოლოგიებით მოხდება აღნიშნული ადგილიდან გარკვეული მნიშვნელოვანი ნაწილების გადატანა ბოლნისის რაიონის ახალ მუზეუმში.
“რაც მთავარია, პროცესი გამჭვირვალეა, ქართველი და უცხოელი სპეციალისტები მუშაობენ და კომპანია წამოსულია მოლაპარაკებებზე. მე მესმის, რომ კულტურული მემკვიდრეობა არის ძალიან ფაქიზი თემა, მთელს მსოფლიოში ასეა. მიდის კულტურულ მემკვიდრეობასა და ეკონომიკას შორის ჭიდილი. ამიტომ ამას სჭირდება ოქროს შუალედის გამოძებნა და დაბალანსებული სიტუაციის გამონახვა,”- განაცხადა პრემიერმა.