ახალი ამბები

შსს-მ განმუხურში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

7 აგვისტო, 2017 • 1609
შსს-მ განმუხურში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამხეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით ზუგდიდის რაიონის სოფელ განმუხურში უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს.

უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით,  სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალება „ლიზერგიდის“ შემცველი 6 ფირფიტა, 3 აბი „მეტადონი“, „მდმა“-ს შემცველი 2 ფირფიტა და ფირფიტის 4 ნაჭერი, 18 შეკვრად დაფასოებული მარიხუანა და 3 შეკვრად დაფასოებული გამომშრალი მარიხუანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

უწყებაში აცხადებენ, რომ ბრალდებული, ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

შსს-ის განცხადებით, გამოძიება განსაკუთრებით დიდი და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, მე-3 და მე-6 ნაწილების „ა“ ქვეპუნქტით) მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი