ახალი ამბები

თხმ Gem Fest-ზე ადამიანების ინტოქსიკაციაზე: ღიად ვადანაშაულებთ ძალოვან უწყებებს

7 აგვისტო, 2017 • 1900
თხმ Gem Fest-ზე ადამიანების ინტოქსიკაციაზე: ღიად ვადანაშაულებთ ძალოვან უწყებებს

“თეთრი ხმაურის მოძრაობა” მუსიკალურ ფესტივალ Gem Fest-ზე ადამაინების ინტოქსიკაციასა და ერთი ახალგაზრდის გარდაცვალებაში სამართალდამცავებს ადანაშაულებს. მათივე განცხადებით, მოვლენების ლოგიკური ჯაჭვითაც კი დასტურდება, რომ სახეზეა მიზანმიმართული დანაშაული.

მათვე განცხადებით, როდესაც ფესტივალის კულმინაციის დროს ჩნდება დაუდგენელი ნივთიერება, რომელმაც უკვე იმსხვერპლა ერთი ადამიანი ხოლო სხვები სიკვდილს ებრძვიან, სინფორმაცია არხებით დაწყებული შეტევა და ნივთიერების სახეობის დამალვა კითხვის ნიშნებს აჩენს. ორგანიზაცია ასევე ამბობს, რომ ისინი  ჩვენ კონკრეტული სახელების დასახელებისგან თავს იკავებენ, “რადგან მათი ვინაობა ყველასთვის კარგად ცნობილია”.

“მომხდარში ღიად ვადანაშაულებთ ძალოვნი უწყებებისა და უსაფრთხოების სამსახურების წარმომადგენლებს, კლანურ ჯგუფებს, რომლებიც წლებია იკვებებიან ადამიანთა განადგურებით, რეპრესიული მექანიზმებით, აკონტროლებენ და წარმართავენ ქვეყანაში მოქმედი ნარკოპოლიტიკის ყველა ასპექტს, მოთხოვნა – მოწოდებას თუ ნივთიერებათა მიმოქცევას.

სამწუხაროდ, მათი ძალაუფლება განუზომლად დიდია, ისინი ახდენენ გავლენას პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე, საკუთარ ძალადობრივ ქმედებებს არგებენ კანონებს, ფლობენ ხალხისგან ნაძარცვ კაპიტალს, ფლობენ ინფორმაციის გავრცელების წყაროებს, რომელთა დახმარებით უკვე მესამე დღეა ცდილობენ საზოგადოებრივი აზრის შეცდომაში შეყვანას და ახორციელებენ წინასწარდაგეგმილ, კარგად მომზადებულ შეტევებს საღ აზრზე.

მათი ქმედებები ემსახურება ერთადერთ რამეს – მოახლოებულ საპარლამენტო განხილვებამდე დეკრიმინალიზაციის იდეისა და მოსალოდნელი საკანონმდებლო ცვლილებების დისკრედიტაციას. ისინი ცდილობენ ლიბერალიზაციისკენ მიმართული სამართლიანი საზოგადოებრივი პროტესტის დასუსტებას, პროტესტის, რომელიც მესამე წელია იბრძვის ჰუმანური ნარკოპოლიტიკისთვის, იბრძვის ნულოვანი ტოლერანრობის პრაქტიკების აღმოფხვრისთვს, იბრძვის უდანაშაულო ადამიანთა პოლიციური სისტემის მძიმე მარწუხებისგან დახსნისთვის და პირდაპირ ეწინააღმდეგება ამ კლანების ინტერესებს,”- აცხადებს თეთრი ხმაურის მოძრაობა.

“თეთრი ხმაურის მოძრაობა” მოუწოდებს გამოძიებას, რომ სასწრაფოდ გასაჯაროვდეს ექსპერტიზის შედეგი, რითაც დადგინდება, თუ რა ნივთიერება იყო როგორც გარდაცვლილის ისე მოწამლულთა შემთხვევაში.

ორგანიზაცია განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებს ადამიანებს რომლებიც მოიხმარენ ნარკოტიკულ საშუალებებს.

“ჩვენ ყველანი ვდგავართ სიცოცხლის დაკარგვის რისკის ქვეშ, არ გვაქვს გაუაზრებელი შეცდომების დაშვების უფლება, რადგან ამით დავაზარალებთ არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ იმას რისთვისაც ვიბრძვით. მოერიდეთ უცნობ სუბსტანციებს,”- აცხადებენ ისინი.

მასალების გადაბეჭდვის წესი