სურამთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი, დედა და შვილი დაიღუპა.
შსს-ში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს და ექვსიდან ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საინფორმაციო სააგენტო “კვირას” ინფორმაციით, გარდაცვლილი ბავშვი 5 წლისაა.