ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ თეთრი ხმაურის მოძრაობის მხარდამჭერ ბაქარ ყორშიას აღვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
მუსიკალური ფესტივალის GEM fest ტერიტორიაზე დაკავებულ ბაქარ კორშიას ბრალი დიდი რაოდენობის ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის მუხლით წარუდგინეს. საუბარია სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, რაც განსაკუთრებით დიდი რაოდენობის ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას ითვალისწინებს.
აღნიშნული მუხლის მიხედვით, ბრალდებულს ემუქრება 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა.
ბაქარ კორშია 3 აგვისტოს დააკავეს.