ახალი ამბები

თხმ: GEMfest-ზე მომხდარის შეფასება არ უნდა გაიდაიზარდოს რეპრესიების ამოქმედების ირიბ მოწოდებებში

4 აგვისტო, 2017 • 3013
თხმ: GEMfest-ზე მომხდარის შეფასება არ უნდა გაიდაიზარდოს რეპრესიების ამოქმედების ირიბ მოწოდებებში

“თეთრი ხმაურის მოძროაბა” დღეს ანაკლიაში, მუსიკალურ ფესტივალზე განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და მოუწოდებს სახელმწიფოს მოიწვიოს რიგგარეშე საპარლამენტო სესია და დაუყოვნებლივ დაიწყოს “ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის” მიერ შეთავაზებული რეფორმის განხილვა.

“თეთრი ხმაურის მოძრაობა” უდიდეს მწუხარებას გამოთქვამს ფესტივალზე 22 წლის ახალგაზრდას გარდაცვალების გამო, რომელიც სავარაუდოდ დაუდგენელი ფსიქოაქტიური სუბსტანციით ინტოქსიკაციის შედეგად გარდაიცვალა. მოძრაობაში აცხადებენ, რომ მნიშვნელოვანია “რომ მოვლენის შეფასება გაიდაიზარდოს რეპრესიული მანქანის ამოქმედების ირიბ მოწოდებებში”:

“მნიშვნელოვანია ობიექტური სურათის არარსებობამდე თავი შევიკავოთ საზოგადოებაში პროვოკაციული და მცდარი წარმოდგენების გავრცელებისაგან. ორმაგად მნიშვნელოვანია მომხდარზე სახელმწიფოს ცივილური, ადეკვატური და გააზრებული პასუხი. არ უნდა დავუშვათ, რომ მოვლენის შეფასება გაიდაიზარდოს რეპრესიული მანქანის ამოქმედების ირიბ მოწოდებებში. არ დაგვავიწყდეს, მსგავსი ტრაგედიების წინაპირობა სწორედ რეპრესიული ნარკოპოლიტიკაა, სადაც სადამსჯელო მიდგომები მსუყე ნიადაგს ქმნის უკონტროლო შემთხვევებისთვის და არ ტოვებს ადგილს პრევენციული, ზიანის შემცირების, საინფორმაციო, თუ უსფრთხოების სათანადო ნორმების დასანერგად.

საჭიროა მოვლენაზე ერთადერთი სწორი პასუხი: ნარკოპოლიტიკის სწრაფი, ფუნდამენტური რეფორმა! ახალი რეალობის შექმნა, სადაც შესაბამისი სტრუქტურები სრულად ფლობენ ნარკოვითარებაზე მონიტორინგის მექანიზმებს და მაქსიმალურად აზღვევენ არასასურველ რისკებს. ეს კი მხოლოდ სამედიცინო, ჯანდაცვასა და მოქალაქეთა სოციალური კეთილდღეობის უზრუნველყოფისკენ მიმართული მიდგომების დანერგვითაა შესაძლებელი.

ჩვენ არ გვაქვს უფლება გაუაზრებელი პოლიტიკით დავკარგოთ ყველაზე ძვირფასი – ადამიანთა სიცოცხლე. ჩვენ არ გვაქვს გადავადებისა და ფუჭი დაპირისპირიბების დრო.

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დროა დაამტკიცოთ, რომ თქვენთვის ფასეულია ადამიანი, მოგმართავთ ინიციატივით, მოვიწვიოთ რიგგარეშე საპარლამენტო სესია და დაუყოვნებლივ დავიწყოთ “ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის” მიერ შეთავაზებული რეფორმის განხილვა. ყოველი დაკარგული წუთი მხოლოდ და მხოლოდ გვაახლოვებს მსგავს ტრაგედიებთან,” – ნათქვამია მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ანაკლიიდან, მუსიკალური ფესტივალიდან “Gem Fest” 3 აგვისტოს გვიან ღამით, ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში 3 პირი გადაიყვანეს, რომელთაგან ერთი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. სამივე მათგანს უცნობი, გაურკვეველი ნივთიერებებისაგან (სუბსტანციებისაგან) ინტოქსიკაცია აღენიშნებოდათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი