ახალი ამბები

სააკაშვილი ქუთაისში იმყოფებოდა

23 აპრილი, 2013 •
სააკაშვილი ქუთაისში იმყოფებოდა

მიხეილ სააკაშვილის ესკორტი ქუთაისში, წმინდა ნინოს ქუჩაზე დაახლოებით 1.5 საათის წინ მივიდა და ამავე ქუჩაზე მდებარე კაფეში “დე პარიზ” შევიდა. მასთან ერთად იმყოფებოდა იმერეთის გუბერნატორი ვახტანგ ბალავაძე.

 

ადგილზე იმყოფებოდნენ სხვადასხვა მედიასაშულების ჟურნალისტები და გადამღები ჯგუფები, მათ შორის იყო “ნეტგაზეთის” ჟურნალისტი, რომელმაც გადაიღო კაფედან პრეზიდენტის გამოსვლის რამდენიმე კადრი, რა დროსაც მასთან მივიდა ერთი პირი, რომელიც მას წარუდგა, როგორც დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელი და ვიდეოკადრები წააშლევინა.


 მიხეილ სააკაშვილი ბოლო ორი დღის განმავლობაში ამომრჩევლებს ხვდება. როგორც ცნობილია, 27 აპრილს შუალედური საპარლამენტო არჩევნები იმართება სამ ოლქში და ორი მათგანი იმერეთში მდებარეობს.

კაფე, რომელშიც პრეზიდენტი იმყოფებოდა/ფოტო:თამარ რაზმაძე
კაფე, რომელშიც პრეზიდენტი იმყოფებოდა/ფოტო:თამარ რაზმაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი