ახალი ამბები

სააკაშვილი ივანიშვილზე: ტერიტორიული მთლიანობის საკითხებს ნუ ეთამაშება!

23 აპრილი, 2013 •
სააკაშვილი ივანიშვილზე: ტერიტორიული მთლიანობის საკითხებს ნუ ეთამაშება!

“საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თქვა შემდეგი, რომ თურმე მხოლოდ ერთი განსხვავებაა, რომ კოსოვომ დაუშვა ბევრი საერთაშორისო დამკვირვებელი თავის ტერიტორიაზე და აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი არ უშვებს დამკირვებლებს და ამიტომ აფხაზეთს და ცხინვალს ამის გამო გაუჭირდებათ წარმომადგენლობა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში. მე მინდა შევახსენო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რომ კოსოვო და აფხაზეთი განსხვავდება, როგორც ცა და დედამიწა, ასეთი შედარებები შეიძლება გააკეთოს მხოლოდ რუსმა მოღვაწემ და არა რომელიმე საღად მოაზროვნე ევროპელმა პოლიტიკოსმა და, მით უმეტეს, ქართველმა პოლიტიკოსმა. ყოველგვარი პარალელების გავლებაც კი ამ საკითხზე კოსოვოსა და აფხაზეთს შორის არის სამართლებრივად სრულიად მიუღებელი და ამას აპოლიტიკური და სამართლებრივი შედეგები შეიძლება ჰქონდეს ჩვენი ქვეყნისთვის.

 

როდესაც ჩვენი არაკეთილმოსურნე დეპუტატი გეკითხება იმაზე, რომ საქართველომ ჩაიდინა აგრესია აფხაზების და ოსების მიმართ, ამას, მე მგონი, საქართველოს ლიდერი არ უნდა პასუხობდეს ისე, რომ ჩვენ მართლაც ბევრი შეცდომები დავუშვით გასულ წლებში. ეს არ არის ის პასუხი, რომლის მოსმენაც ჩვენგან უნდა მსოფლიოს. ვინღა დაგვიცავს, თუ ჩვენ თვითონ ჩვენს პოზიციებს არ ვიცავთ?! ვინ რატომ ამოიღებს ხმას, ვინ რატომ მოგვცემს ხმას?! ვინ რატომ ჩამოვა აქ და დადგება ჩვენ გვერდით, როდესაც საქართველოს ლიდერი იძახის, რომ – ხო, აგრესია იყო. ეს არ არის ის, რასაც უნდა ვაკეთებდეთ, ტერიტორიული მთლიანობის საკითხებს ნუ ეთამაშება იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი მომავლის საკითხი და ისეთი რაღაცა შეიძება გავაფუჭოთ, რომ მერე შეიძლება ვერასდროს ვეღარ გამოვასწოროთ,” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი