ახალი ამბები

ივანიშვილი ფიქრობს, რომ აფხაზეთის რკინიგზა აუცილებლად გაიხსნება

23 აპრილი, 2013 •
ივანიშვილი ფიქრობს, რომ აფხაზეთის რკინიგზა აუცილებლად გაიხსნება

როგორც პრემიერმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ნებისმიერი ახალი გზა ურთიერთობების განახლების თვალსაზრისით დამატებით საშუალებებს ქმნის.


“პერსპექტივაში აუცილებლად გაიხსნება ეს რკინიგზა, მე დარწმუნებული ვარ. დღეს დაჩქარებულად ამ პრობლემის გადაჭრა არ იქნება იოლი. ბევრი კითხვები და ინტერესები არსებობს ამასთან დაკავშირებით, ეს უკავშირდება კონფლიქტებს და ჩვენს დამოკიდებულებებსა თუ ურთიერთობებს რუსეთთან, ასევე, ჩვენს ძმებთან, აფხაზებთან.  ჩემი სომხეთში ვიზიტის დროს იყო მცდელობა და ამაზე პირველი რეაქცია უკვე გაკეთდა”, – განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ რკინიგზის საკითხის გადაჭრა ყველა დინტერესებული მხარის, პირველ რიგში კი საქართველოს უფლებების დაცვით უნდა მოხდეს.


“ეს არ არის მარტივი პროცესი… აუცილებლად განვითარდება, აუცილებლდ მოხდება, მაგრამ ამას სჭირდება დრო”, – განაცხადა მან.

 

შეგახსენებთ, რომ ზემოხსენებული სარკინიგზო ხაზის აღდგენის შესაძლებლობაზე საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოში ხელისუფლება შეიცვალა. აღნიშნული რკინიგზის განახლებას პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ეწინააღმდეგება და მას კრემლის პროექტად მიიჩნევს.

მასალების გადაბეჭდვის წესი