ახალი ამბები

პატიმართა შეურაცხყოფის გამო ზუგდიდის ციხის 6 თანამშრომელი გაათავისუფლეს

22 აპრილი, 2013 • 1230
პატიმართა შეურაცხყოფის გამო ზუგდიდის ციხის 6 თანამშრომელი გაათავისუფლეს

კორძაიას თქმით, 2013 წლის აპრილში სამინისტროს გენერალური ინსპექციის სახელზე წერილი შევიდა, რომელშიც საუბარი იყო სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #4 დაწესებულების თანამშრომლების- თემურ გოგოლის, ირაკლი ჭითანავას, კობა ანთიას, გოგიტა გაბისონიას, ნიკოლოზ ბარგანჯიას და ონისე ლაგვილავას მხრიდან მსჯავრდებულთა მიმართ სისტემატიურად განხორციელებული სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებზე.


აღნიშნულთან დაკავშირებით ჩატარებული სამსახურეობრივი მოკვლევის შედეგად სამინისტრომ დაადგინა, რომ #4–ე სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლებმა 2008–20012 წლების პერიოდში ჩაიდინეს დისციპლინური გადაცდომა, რაც გამოიხატა მათ მიერ დაწესებულების დისკრედიტაციისკენ მიმართულ უღირს საქციელში, მათ ასევე დაარღვიეს სასჯელაღსრულების სამინისტროს თანამშრომელთა ეთიკის კოდექსი.

 

გარდა ამისა, სამი მათგანი – თეიმურაზ გოგოლი, კობა ანთია და გოგიტა გაბისონია- ფიგურირებს საქართველოს სახალხო დამცველის ბოლო ანგარიშში, აქედან გამომდინარე, სამინისტრომ მათ მიმართ მიიღო დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა და გაათავისუფლა სისტემიდან, ხოლო მასალები შემდგომი რეაგირებისთვის სამეგრელო–ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურას გაუგზავნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი