ახალი ამბები

“ჯორჯიან მანგანეზს” ახალი მფლობელი ჰყავს

22 აპრილი, 2013 • 5140
“ჯორჯიან მანგანეზს” ახალი მფლობელი ჰყავს

როგორც საჯარო რეესტრის ამონაწერიდან ირკვევა, შპს “ჯორჯიან მანგანეზის” მფლობელმა შპს “გ.მ. ჯორჯიან მანგანეზ ჰოლდინგ ლიმითედმა” წილის შპს “ჯორჯიან ამერიქენ ელოიზ”-ზე გასხვისება 2013 წლის 21 მარტს განახორციელა. თუმცა კომპანიის დირექტორად კვლავაც ვოლოდიმირ ლოზინსკი რჩება. 

 

“ჯორჯიან ამერიქენ ელოიზი” არის ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული კომპანია, რომლის სათაო ოფისი მდებარეობს აშშ-ში, მაიამიში. კომპანია აწარმოებს მაღალი ხარისხის ფეროშენადნობს, რომელსაც გამოიყენებს რკინის წარმოებისთვის მისი შვილობილი კომპანიები  – Felman Production, LLC (“Felman Production”), Felman Trading, Inc. (“Felman Trading”) და CC Metals & Alloys, LLC (“CCMA”), რომლებიც განთავსებულია აშშ-ში.

 

“ჯორჯიან მანგანეზს” საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ 2007 წლის დასაწყისში მიყიდა ჭიათურმანგანუმი, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა და ვარციხეჰესი 112 მილიონ დოლარად.

მასალების გადაბეჭდვის წესი