მინისტრის თქმით, პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთში, ზურაბ აბაშიძე, მუშაობს იმ საკითხზე, რომ მათთვის, ვისაც პროდუქციის საზღვარზე გადატანა მოუწევს, სავიზო რეჟიმი შემსუბუქდეს. კირვალიძის თქმით, ზურაბ აბაშიძის საშუალებით მოლაპარაკება მიდის რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან.
დავით კირვალიძის განცხადებით, გარდა რუსეთის ბაზრისა, პარალელური მოლაპარაკებები მიდის სხვა ქვეყნებთანაც. სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, იმ ქვეყნების პირველი ხუთეული, სადაც ქართული ღვინის ექსპორტი ხორციელდება, შემდეგნაირად გამოიყურება: უკრაინა, ყაზახეთი, ბელორუსია, ჩინეთი და პოლონეთი. ამ ქვეყნებს შორის კი 47%–ით უკრაინა ლიდერობს.
